25 ნოემბერი, 2015
10 საშიში რამ, რასაც არასაკმარისი ძილი მოგიტანთ
ადამიანები ცხოვრების მესამედს ძილში ატარებენ. დამღლელი სამუშაო, სახლი, უძილობასთან ბრძოლა - სწორედ ის გამომწმევი ფაქტორებია, რაც არღვევს ძილის რუტინას და ძილი აღარ არის სრულყოფილი.

გაინტერესებთ რატომ არის ძილი ასეთი მნიშვნელოვანი?

ჩვენ გამოვყოფთ 10 მიზეზს:

1. გადაძღომა - კვლევებმა აჩვენა, რომ უძილობას იწვევს ზედმეტი კვება, როცა ადამიანი ყველაფრის ჭამის უფლებას აძლევს თავს, არ იზღუდება და აღვევს კვების ნორმატივებს.

2. უძილობა სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს - გამოკვლევების თანახმად - ქალები, რომლებსაც 5 საათზე ნაკლები სძინავთ, უფრო ხანმოკლეა მათი ცხოვრება, ვიდრე
მათი, ვისაც გაცილებით დიდხანს სძინავს.

3. ჭარბი წონის პრობლემა - ჭარბწონიანობა მხოლოდ ჭამით არ არის გამოწვეული. ის ასევე დამოკიდებულია ძილზე. არასაკმარისი ძილი თქვენს სხეულს სტრესში აგდებს, ფერხდება მეტაბოლიზმი და გროვდება ცხიმი.

4. ზეწოლას განიცდის თავის ტვინი - კვლევებმა აჩვენა, რომ ქრონიკული ინსომნიით დაავადებულებს შედარებით მცირე ზომის ტვინი აქვთ, დაზიანებულია ის ნაწილები და ნერვული დაბოლოებები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაზეა პასუხისმგებელი.

5. იმატებს სისხლის წნევა - კვლევის შედეგად - მათ ვინც 5 წლის განმავლობაში იკლებდნენ 1 საათ ძილს, იმატა ჰიპერტენზიის რისკმა.

6. იმატებს ავადმყოფობის რისკი - ძილის უკმარისობა, ადამიანს მეტად მგრძნობიარეს ხდის ვირუსების მიმართ.

7. უარესდება მეხსიერება - ხშირად გავიწყდებათ რაღაცები და ეს გამოწვეულია ძილის ციკლის დარღვევით. ძილის დარეგულირება გააუმჯობესებს თქვენს მეხსირებას და შემოქმედებით მხარეს.

8. კარგავთ ვარჯიშის უნარს - ძილის ნაკლებობა- ენერგიის ნაკლებობაა. ეს კი რასაკვირველია სპორტდარბაზში ნაკლები დროის გატარებას ნიშნავს. გამოკითხვის შედეგად, ძილის ნაკლებობა ადამიანების უმოქმედობის პირველი მიზეზია.

9. გაფანტული და მოდუნებული ხართ
- გამოუძინებლობის შემთხვევაში, ადამიანი ვერ აკონტროლებს ემოციებს, ვერ ახდენს კონცენტრირებას და რთულ სიტუაციებში სათანადო რეაგირებას.

10. თამაშგარეთ ხართ - უძილო ღამის შემდეგ, სისწრაფეს კარგავთ, რომ აღარაფერი ვთქვათ დაბინდულ გონებაზე. ამიტომ თუ გსურთ მიზანში მეტად მოარტყათ, გაუფრთხილდით ძილს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS