25 ნოემბერი, 2015
გვაჩვენეთ თქვენი ხალები და მოგიყვებით თქვენი ბედისწერის შესახებ
ჩინელი და ინდოელი სპეციალისტები, არატრადიციული მედიცინის თვალსაზრისით მიიჩნევენ, რომ ხალები - სხეულზე მათი განლაგების მიხედვით ადამიანის პირად ცხოვრებაზე გიამბობთ.

1. შუბლის მარჯვენა მხარეს

ხალი შუბლზე - მარჯვნივ, სიმდიდრეს, დიდებასა და წარმატებას აღნიშნავს. თუ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ მოსულა თქვენამდე, აუცულებლად უნდა გააგრძელოთ იმაზე მუშაობა, რაზეც ახლა მუშაობთ.

2. ხალი წარბებ ქვეშ

წარბებ ქვეშ ხალი - ძლიერ ინტელექტსა და არაორდინალურ შემოქმედებით შესაძლებლობებზე მიანიშნებს. იქნებ პროფესიის შეცვლაზე იფიქროთ.

3. ხალი ნიკაპზე ან ტუჩთან

თუ ქალი ხართ, უნდა გიხაროდეთ -
თითქმის ყველა კულტურაში, ამ ადგილას ხალები სილამაზედ ითვლება. ასევე მიანიშნებს, რომ სტაბილურ და წარმატებულ ცხოვრებას ეწევით.

4. ხალი ცხვირზე

ცხვირზე ხალის მატარებელი ადამიანები, გამობრძმედილი ხასიათითა და ლიდერობისკენ მიდრეკილებით გამოირჩევიან.

5. ლაქა თვალის თეთრ ნაწილზე

ეს უიშვიათესი შემთხვევაა და თუ თქვენ ამგვარი ლაქის მატარებელი ხართ მარჯვენა თვალზე - მიდრეკილი ხართ ფულის შოვნაზე. ხოლო თუ მარცხენა თვალზე გაქვთ - ამპარტავნობა გძლევთ.

6. ხალი ყურის ბიბილოზე

ყურზე ხალები - კარგი ხალებია. თუ მარჯვენა ყურზე გაქვთ - თქვენთვის ოჯახი ბევრს ნიშნავს და მიჯაჭვული ხართ მასზე.

7. ხალი ლოყაზე

თუ ხალი მარჯვენა ლოყაზე გაქვთ - თქვენ ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხართ. თუ მარცხენაზე - ინტრავერტი ხართ.

8. ხალი კისერზე

ეს მყარი ნიშანია იმისა, რომ ძალიან კეთილი ადამიანი ხართ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ხალი კისრის ორივე მხარეს აღმოგაჩნდათ.

9. ხალი მხარზე

მხრებზე ხალი მიანიშნებს, რომ ადამიანს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, გარდა ამისა ის მოაზროვნე და ძალიან პრაქტიკული ადამიანია.

10. ხალი მკერდზე

მკერდის მიდამოში ხალი მიგვანიშნებს, რომ ეს ადამიანი ძალიან ზარმაცია, თუმცა მდიდრულ ცხოვრებაზე უარს არ ამბობს.

11. ხალები თითებზე

თუ ხელის თითებზე ხალები გაჩნდა, ე.ი. ადამიანს ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება შეხვდა. ამასთან მას შინაგანად ძალიან ეშინია გაკოტრების. გამოტყდით - ფინანსური უზრუნველყოფა თქვენთვის მთავარი პრიორიტეტია.

12. ხალი ხელისგულზე

თუ ხალი მარჯვენა ხელისგულზე გაქვთ - დუხჭირი ცხოვრება გელით, ხოლო თუ მარცხენაზე - მფლანგველი ხართ.

13. ხალი ფეხისგულზე

ე.ი. წინ უამრავი შესაძლებლობა გაქვთ. მოგზაურობასა და სამყაროს შეცნობას დაიწყებთ.

14. ხალი ხელზე

ხელზე ხალი, სიმამაცეზე მიანიშნებს. რაც მეტად დიდია, მეტად მტკიცე ხართ. გარდა ამისა შრომისმოყვარე და ძალიან ეფექტური ხართ. ასეთი ადამიანები სამსახურში აუცილებლად უნდა აიყვანოთ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS