25 ნოემბერი, 2015
3 რამ რაც ახლავე უნდა გაიტანოთ სახლიდან - ნივთები, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის თქვენს ოჯახს
დაფიქრებულხართ ოდესმე რატომ არიან ადამიანების ერთი ნაწილი ბედნიერი და წარმატებული, მაშინ როდესაც სხვებს უჭირთ? ზოგიერთი ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს, ზოგი კი ბედს მიაწერს და ამბობს, რომ ბედისწერამ ასე არგუნა და ვერაფერს შეცვლის. მხოლოდ ბრძენი ჩინელები მიიჩნევენ, რომ ყველაფერი ჩვენს გარშემო მოძრავ ენერგიაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ცხოვრებისეული კეთილდღეობისთვის პირველ რიგში სახლი უნდა გაანთავისუფლოთნეგატიური და დაგუბებული ენერგიისგან.

უპირველესად განთავისუფლდით შემდეგი 3 ნივთისგან:

გაბზარული ჭურჭელი

თითქმის ყველა ადამიანის სახლში მოიძებნება გაბზარული ან გატეხილი ჭურჭელი, რომელიც ჯერ კიდევ
გამოსადეგია. ჩინური - ფენ-შუის ფილოსოფიის თანახმად კი, სწორედ ბზარებში გროვდება უარყოფითი ენერგია, რაც უცილობლად აისახება მომავალ ცხოვრებაზე. უმჯობესია ახლავე მოიშოროთ მსგავსი ჭურჭელი და საფრთხე თავიდან აიცილოთ. გახსოვდეთ - ჭურჭელი სიმდიდრისა და შემოსავლის სიმბოლოა, ამიტომ ბზარი მისი მფლობელის ბედის გარღვევას ნიშნავს. სახლში მხოლოდ მთელი და ლამაზი ჭურჭელი იქონიეთ, რაც თქვენს საცხოვრებელს სიხარულითა და პოზიტიური ენერგიით აავსებს.

ძველი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი

ყველა სახლში იპოვით ძველ ფეხსაცმელებს, უკვე კარგად ნახმარ სვიტერს, პერანგი, რომელსაც ღილი აკლია და ძველ, გაქექილ ქურთუკს. ზოგიერთი ამას იმით ამართლებს, რომ მომავალში იქნებ კვლავ ჩაიცვას. მაგრამ ძველი კვლავ მტვერმოდებული რჩება და აგროვებს უარყოფით, ჩამყაყებულ აურას, რაც ხელს უშლის ადამიანს იპოვოს ცხოვრების გზა, მიზანი, უმოქმედოს ხდის მას. ამ მდგომარეობას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეგუოთ და სასწრაფოდ გაიტანეთ ძველი ფეხსაცმელები და ნივთები. ფენ-შუის მოსაზრებით, თუ გოგონა გარდერობს ძველი ტანსაცმლისგან გაანთავისუფლებს, ის მალე შეხვდება ნამდვილ სიყვარულს და გათხოვდება. მამაკაცი კი ხვალვე იპოვის პერსპექტიულ სამსახურს.

ხელოვნური ყვავილები

სახლში ხშირად შეამჩნევთ ხელოვნურ, დეკორაციულ ყვავილებს. ფენ-შუის ფილოსოფია კი კატეგორილად კრძალავს ხელოვნური ყვავილებს სახლში გაჩერებას. ის მაგნიტივით იზიდავს უარყოფით ენერგიას. ტყუილად არ ამბობენ: ცოცხალი ყვავილები ცოცხლებისთვისაა, მკვდარი კი მკვდრებისთვის. ხელოვნური ყვავილებიც მკვდარია და ოჯახის დიდ საფრთხეში აგდებს. არ გააჩეროთ სამზარეულოში, მისაღებ და საძინებელ ოთახებში - გაიტანეთ გარეთ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS