24 ნოემბერი, 2015
ტესტი: აირჩიე ხე და გაიგე, როგორი თანამშრომელი ხარ და რას ფიქრობენ შენზე კოლეგები
ტესტი: აირჩიე ხე და გაიგე, როგორი თანამშრომელი ხარ და რას ფიქრობენ შენზე კოლეგები
ბრიტანულმა კორპორაციამ, Magic Circle-მა, რომელიც 5 წამყვან იურიდიულ კომპანიას მოიცავს, გადაწყვიტა, შეემუშავებინა ექსპრეს-ტესტი ახალი თანამშრომლების ყველაზე ძლიერი მხარეების გამოსავლენად.
კომპანიის დაკვეთით, ცნობილმა ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს საინტერესო მეთოდი თანამშრომლების მთავარი პროფესიონალური თვისებების გამოსავლენად.

სწორედ ეს ტესტია ახლა შენ წინაშე. საჭიროა, უბრალოდ, შეხედო სურათს და აირჩიო ის ხე, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონება.

მეცნიერთა მტკიცებით, ტესტის შედეგები 94% შემთხვევაში ზუსტი აღმოჩნდა. გაიარე შენც და წაიკითხე, შენი
ხასიათის რა თვისებებს უნდა აფასებდეს ყველაზე მეტად შენი უფროსი.

ხე #1

შენ იღვწი, რომ საუკეთესო იყო. მიზნის მიღწევისთვის მზად ხარ, მთელი შენი დრო გამოიყენო. ხშირად ეკონომიური კეთილდღეობისთვის კი არა, იდეის გამოც გიმუშავია. მომთხოვნი ხარ როგორც საკუთარი თავისადმი, ასევე გარშემომყოფების მიმართ. ამასთან, ეგოისტი სულაც არ ხარ და სიამოვნებით უზიარებ კოლეგებს შენს პროფესიონალურ საიდუმლოებებს.

ხე #2

შენთვის პირველ ადგილზე მატერიალური კეთილდღეობაა. მაღალი ხელფასისთვის მზად ხარ, არაკომფორტულ გარემოშიც იმუშაო. კოლეგები მკაცრ, მაგრამ სამართლიან ადამიანად გთვლიან. შენი ხელმძღვანელობის ქვეშ მოსწონთ მუშაობა, რადგან ზუსტ მიზნებს უსახავ და არავის აძლევ იმის უფლებას, რომ "შენი" ხალხი დაჩაგროს.

ხე #3

შენი შეუცვლელი და შეუფასებელი თვისება – კომუნიკაბელურობაა. შესანიშნავად პოულობ საერთო ენას როგორც კლიენტებთან, ასევე კოლეგებთან. გსიამოვნებს დიდ კოლექტივში მუშაობა და იქ სამართლიანად ითვლები კომპანიის სულად და გულად.

ხე #4

პირველ რიგში, შემოქმედებითი ადამიანი ხარ, იდეების ნამდვილი გენერატორი, რისთვისაც ძალიან გაფასებენ კოლეგები. ამასთან, გამუდმებით სრულყოფილებისკენ ისწრაფვი და ამისთვის უდიდეს დროს უთმობ თვითგანათლებას.

იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS