ერთს ვამბობთ და მეორეს ვგულისხმობთ. გადავწყვიტე, საწყალ კაცებს ცხოვრება გავუმარტივო. ამ სტატიაში გაგაცნობთ ქალის მიერ წარმოთქმული ფრაზების ნამდვილ მნიშვნელობას.
1. ის ამბობს: ,,რა თქმა უნდა, შეგვიძლია პაემანზე წავიდეთ, ოღონდ შაბათ-კვირას."
ის გულისხმობს: თუ „ვიქენდზე“ დაქალებთან ერთად არ გავერთე შეიძლება პაემანზე წამოგყვე."
2. ის ამბობს: ,,რა მაგრად
ის გულისხმობს: ,,მშვენიერი მამა იქნები ჩემი შვილისთვის."
ამ ინფორმაციამ არ შეგაშინოთ. ქალის ფანტაზიები თქვენ არანაირ ვალდებულებას არ გაკისრებთ. თუ ქალს თქვენ არ სთხოვთ ხელს, ის კალთებს არ დაგაგლიჯავთ.
3. ის ამბობს: ,,გუშინ ბარში ბიჭები თავიდან ვერ მოვიშორე."
ის გულისხმობს: ,,დამანახე რომ შენთვის მნიშვნელოვანი ვარ, ეჭვიანობა გამოავლინე."
ყველა ქალს სურს იგრძნოს, რომ კაცისთვის სულ ერთი არ არის. მართალია მას არ უნდა შემარცხვენელი სცენა მოუწყოთ, მაგრამ აგრძნობნეთ რომ მესაკურე ხართ.
4. ის ამბობს: ,,სულ ერთსა და იმავე რაღაცას ვაკეთებთ..."
ის გულისხმობს: ,,რამე ორიგინალური მოიფიქრე, თორემ შენთან ერთად ყოფნა ძალიან მოსაწყენია."
ქალებს მრავალფეროვნება გვიყვარს. თუ გგონიათ, რომ ერთად ტელევიზორის ყურება ან სეირნობა დაუვიწყარ მოგონებებს გვიქმნის, ძალიან ცდებით!
5. ის ამბობს: ,,საშინლად გამოვიყურები ამ კაბაში!"
ის გულისხმობს: ,,მითხარი რომ ეს კაბა ძალიან მიხდება."
ქალებს კომპლიმენტების მიღება გვსიამოვნებს. თუ საყვარელი მამაკაცისთვის ლამაზი ვართ, თავდაჯერებულობას ვგრძნობთ. გაითვალისწინეთ: როცა კაბა არ გვიხდება გვირჩიეთ, რომ გამოვიცვალოთ.
რადა მახარაძე