აგრძნობინეთ, რომ მიუწვდომელი ხართ
აიძულეთ თქვენთან შეხვედრის გზები თავად მოძებნოს, განიცადოს და იღელვოს. ამგვარი ქცევით, აგრძნობინებთ, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელიც უნდა მოიპოვოს. იფიქროს, რომ დაკავებული ქალი ხართ და მხოლოდ მასთან შესახვედრად ნახულობთ დროს. თუ თავს გამარჯვებულად ჩათვლის, რომელსაც პირველი პრიზი ხვდა წილად - ეს მას თქვენზე
მამაკაცი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თქვენი ცხოვრება საინტერესო და სიახლეებით სავსეა
თუ ის დარწმუნებულია, რომ მხოლოდ მის ზარს ელოდებით და სხვას არაფერს აკეთებთ, თქვენზე ფიქრს შეწყვეტს - რატომ იფიქროს, თუ ისედაც იცის სად ხართ და რას აკეთებთ. ქალები, რომლებსაც ერთი მამაკაცის გარდა სხვა ინტერესი არ აქვთ, მამაკაცებს მალევე ბეზრდებათ და ინტერესს კარგავენ. უნდა შეუქმნათ წარმოდგენა, რომ დაკავებული პიროვნება ხართ და ყველასთვის საჭიროებას წარმოადგენთ - მეგობრები გელოდებიან, ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ და გამუდმებით ვიღაც გელით.
მამაკაცისთვის ყოველთვის მისტიური და ამოუცნობი უნდა დარჩეთ
იფლირტავეთ, გამოიყენეთ სხვა ქალური ხრიკები, რათა მამაკაცი ინტერესი თქვენს მიმართ არასდროს განელდეს. მაშინაც კი თუ თქვენი ურთიერთობა საკმაოდ მყარია, არ გაქვთ უფლება რუტინითა და მოწყენილობით გააფუჭოთ თქვენი სიყვარულის რომანტიკული ისტორია.
საზოგადოებაში ყოველთვის შეაქეთ და მისი აზრიანი ფრაზების ციტირება გააკეთეთ, ამით დაამტკიცებთ რამდენად ხართ თქვენი მამაკაცით აღფრთოვანებული.
დღის განმავლობაში თავი სასიამოვნო შეტყობინებებით შეახსენეთ. მიეცით ეჭვიანობის საბაბი, ესაუბრეთ მინიშნებებით, გაახარეთ სექსუალური საცვლებით. არ მისცეთ მოდუნების საშუალება და არასდროს დაგავიწყდეთ აგრძნობინოთ, რომ მხოლოდ მას ეკუთვნით.
პენი ლეინი