24 ნოემბერი, 2015
როგორ აიძულოთ მამაკაცი, რომ მხოლოდ თქვენზე იფიქროს
შეყვარებულ ქალს შეუძლია გამუდმებით იფიქროს საყვარელ მამაკაცზე შეყვარებულ ქალს შეუძლია გამუდმებით იფიქროს საყვარელ მამაკაცზე, მასთან ერთად დაგეგმოს მომავალი. და სურს, მამაკაცისგანაც იგივე მიიღოს. ამის მისაღწევად რამდენიმე საშუალება არსებობს:

აგრძნობინეთ, რომ მიუწვდომელი ხართ

აიძულეთ თქვენთან შეხვედრის გზები თავად მოძებნოს, განიცადოს და იღელვოს. ამგვარი ქცევით, აგრძნობინებთ, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელიც უნდა მოიპოვოს. იფიქროს, რომ დაკავებული ქალი ხართ და მხოლოდ მასთან შესახვედრად ნახულობთ დროს. თუ თავს გამარჯვებულად ჩათვლის, რომელსაც პირველი პრიზი ხვდა წილად - ეს მას თქვენზე
დამოკიდებულსა და მიჯაჭვულს გახდის.

მამაკაცი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თქვენი ცხოვრება საინტერესო და სიახლეებით სავსეა

თუ ის დარწმუნებულია, რომ მხოლოდ მის ზარს ელოდებით და სხვას არაფერს აკეთებთ, თქვენზე ფიქრს შეწყვეტს - რატომ იფიქროს, თუ ისედაც იცის სად ხართ და რას აკეთებთ. ქალები, რომლებსაც ერთი მამაკაცის გარდა სხვა ინტერესი არ აქვთ, მამაკაცებს მალევე ბეზრდებათ და ინტერესს კარგავენ. უნდა შეუქმნათ წარმოდგენა, რომ დაკავებული პიროვნება ხართ და ყველასთვის საჭიროებას წარმოადგენთ - მეგობრები გელოდებიან, ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ და გამუდმებით ვიღაც გელით.

მამაკაცისთვის ყოველთვის მისტიური და ამოუცნობი უნდა დარჩეთ

იფლირტავეთ, გამოიყენეთ სხვა ქალური ხრიკები, რათა მამაკაცი ინტერესი თქვენს მიმართ არასდროს განელდეს. მაშინაც კი თუ თქვენი ურთიერთობა საკმაოდ მყარია, არ გაქვთ უფლება რუტინითა და მოწყენილობით გააფუჭოთ თქვენი სიყვარულის რომანტიკული ისტორია.

საზოგადოებაში ყოველთვის შეაქეთ და მისი აზრიანი ფრაზების ციტირება გააკეთეთ, ამით დაამტკიცებთ რამდენად ხართ თქვენი მამაკაცით აღფრთოვანებული.

დღის განმავლობაში თავი სასიამოვნო შეტყობინებებით შეახსენეთ. მიეცით ეჭვიანობის საბაბი, ესაუბრეთ მინიშნებებით, გაახარეთ სექსუალური საცვლებით. არ მისცეთ მოდუნების საშუალება და არასდროს დაგავიწყდეთ აგრძნობინოთ, რომ მხოლოდ მას ეკუთვნით.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თამუნა თამუნა
საინტერესო ქალი რომ იყო ჩემო კარგო, ცოტათი სტერვაც უნდა იყო. ყველანაირი უნდა იყო ზომიერად.სხვანაირად მამაკაცისთვის ვერ იქნები სასურველი. ასე რომ რჩევას რომ გაძლევენ უნდა გაითვალისწინო. უხეირო იდეები კი არ უნდა გადმოაფრქვიო.
15:02 / 26-11-2015
გამოხმაურება / 0 /
კუ კუ
ასეთები სტერვები არიან.:) კარგი რეკლამაა მათთვის :)
19:32 / 24-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS