24 ნოემბერი, 2015
მორიელებთან სასიყვარულო ურთიერთობის 11 კანონი
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი წესები უდაბნოს ბინადარ მორიელს, შეუძლია მისი მხურვალე სიყვარულით დაგწვათ. თუ მორიელთნ წარმატებული და ბედნიერი სასიყვარულო ურთიერთობა გსურთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:

1. თუ მორიელს უყვარს, უყვარს მთელი ვნებით

მორიელის სიყვარული ყოველთვის ღრმა, ვნებიანი და ცეცხლოვანია და ვერცერთი სასიყვარულო რომანი მას ვერ შეედრება. სურს ბოლომდე ჩაწვდეს თქვენს სულს.

2. ნუ ეცდებით მასზე შთაბეჭდილების მოხდენას

მორიელი აფასებს ინტელექტუალურ, წარმატებულ ადამიანებს. ისეთებს, როგორიც თვითონაა, ამიტომ სიყალბეს მაშინვე ამჩნევს. უბრალოდ გახსოვდეთ, მორიელთან ურთიერთობისას ყოველთვის იყავით ნამდვილები. თუ დაგიმეგობრათ,
მას ნამდვილად უყვარხართ, მიუხედავად თქვენი ყველა ნაკლისა.

3. ნუ ეცდებით მის კონტროლს

მორიელი ყოველთვის მუშაობს იმაზე, რომ ურთიერთობაში იდეალური ბალანსი შეინარჩუნოს. აზრის გამოხატვა რა თქმა უნდა შეგიძლიათ, მაგრამ თუ ამ ნიშნის რაიმეში დარწმუნება გსურთ, გაფრთხილებთ, რომ ამას მხოლოდ ძლიერი არგუმენტებით თუ შეძლებთ.

4. უყვართ საიდუმლოებები

არც კი სცადოთ მისი მოტყუება, თუმცა პატარა საიდუმლოებები არ გაწყენდათ, ეს მის ყურადღებს აუცილებლად მიიპყრობს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ცნობისმოყვარები არიან, უყვართ მინიშნებები და სიურპრიზები.

5. არიან ერთგულები

თუ მორიელის რჩეული გახდით, ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დაისვენოთ და ისიამოვნოთ ამ ურთიერთობით. ძალიან ერთგულები არიან. მორიელს არასდროს ეპარება ეჭვი მის არჩევანში. მათთან ცხოვრება გაცილებით მარტივია, ვიდრე გგონიათ.

6. ღალატი? - გამორიცხეთ

მორიელებს პატიების არაფერი გაეგებათ. ისინი დაუნდობლები არიან, განსაკუთრებით მაშინ თუ ურთიერთობაში ორპირობას შეამჩნევს. თუ მორიელთან ცხოვრებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ - ღალატსა და ტყუილს ტაბუ უნდა დაადოთ. თუ ამისთვის მზად არ ხართ, უმჯობესია ურთიერთობა შეიწყვიტოთ.

7. ემოციები ყოველგვარ ზღვარს სცდება

მორიელები უსაზღვროდ ემოციურები არიან. ურთიერთობაში დაბალი ინტენსივობა მათ აუბედურებს. მისი ნერვული აშლილობის თავიდან ასაშორებლად, აუცილებლად გამოიჩინეთ დიდი ყურადღება და გვერდში დაუდექით. ხშირად შეახსენეთ - რამდენად უნიკალურია.

8. არ ხართ თანასწორები

პარტნიორის არჩევისას მორიელი ძალიან დაკვირვებულია. მხოლოდ სრულყოფილებას ეტრფის და მის გაუმჯობესებულ ვერსიას ეძებს. თუ მორიელმა აგირჩიათ - თქვენ იდეალური ხართ.

9. მას თქვენ არ სჭირდებით

ნუ განაწყენდებით, ისინი უბრალოდ ძალიან დამოუკიდებლები, ამბიციურები, უშიშრები და საკმაოდ გამოზოგილია საიმისოდ, რომ თავი მარტოობაშიც კომფორტულად იგრძნოს.

10. შეეგუეთ ეჭვიანობას

მორიელები მესაკუთრეები არიან. თუ ვინმეს ან რაიმეს მისად მიიჩნევს, მას არავის გაუზიარებს. სწორედ ასე გამოხატავენ მორიელები სიყვარულსა და ერთგულებას. თუ ამის მოთმენა არ შეგიძლია, უმჯობესია თავიდანვე შეწყვიტოთ ურთიერთობა.

11. თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო სექსი გექნებათ

უკვე დიდი ხანია ცხნობილია, რომ მორიელები არა მარტო ყურადღებიანები და ნიჭიერები, არამედ საუკეთესო საყვარლები არიან. თუ მორიელის რჩეული გახდით, ისეთ სიამოვნებას მიიღებთ, რაც მანამდე არასდროს განგიცდიათ.

პენი ლეინი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS