23 ნოემბერი, 2015
პატარა მკერდის სიყვარულის 7 მიზეზი და უპირატესობა
სანამ საკუთარ ძუძუებს შეიძულებთ, დაფიქრდით ქალებს ხშირად თავიანთი მცირე ზომის მკერდი აკომპლექსებთ, სწორედ ამიტომ მკერდის პლასტიკური ქირურგია ყვავის! სანამ საკუთარ ძუძუებს შეიძულებთ, დაფიქრდით, იქნებ სინამდვილეში ძალიან ბედნიერი ადამიანი ხართ, თქვენ კი ვერ ხვდებით. ამ სტატიაში გაგაცნობთ 7 მიზეზს თქვენი პატარა მკერდის შესაყვარებლად:

1. შეგიძლიათ ულიფოდ იაროთ

თუ 1 ან 2 ზომა მკერდი გაქვთ ზაფხულის ცხელ დღეებში შეგიძლიათ ლიფის გარეშე იაროთ და ამოისუნთქოთ. პატარა მკერდი ღრმად ჩაჭრილი კაბების ჩაცმის საშუალებას გაძლევთ, ისე რომ ვულგარულად არ გამოიყურებოდეთ.

2. შეგიძლიათ
ღილები გაიხსნათ

როდესაც ქალს დიდი მკერდი აქვს, პერანგის ღილების კონსერვატულად შეკვრა უწევს. თქვენ ამ პრობლემის წინაშე არ დგახართ.

3. შეგიძლიათ კომფორტულად დაიძინოთ

პატარა მკერდის გოგონებს გულზე წოლა და ამ პოზაში ძილი შეუძლიათ. დიდმკერდიანი ქალები კი მკერდის გამო გემრიელად ვერ იძინებენ და პოზებშიც შეზღუდულები არიან.

4. ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი ზომა ლიფის პოვნა

დიდი მკერდი უფრო პრეტენზიულია ვიდრე პატარა. საცვლების შერჩევისას დიდმკერდიანი ქალები ხშირად წვალობენ. პატარა მკერდი ზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას.

5. ნებისმიერი ტიპის საცურაო კოსტუმი გიხდებათ

ვინაიდან მკერდი ზომაში პატარაა, დასაფარიც არაფერია. ნებსიმიერი სტილის საცურაო კოსტუმში კომფორტულად იგრძნობთ თავს.

6. ზურგი არ გტკივათ

დიდმკერდიან ქალებს ხშირად აწუხებთ ზურგის ტკივილი. წინ არაფერი გამძიმებთ,ხერხემალიც ნაკლებად დატვირთულია.

7. თქვენი ვარჯიშით ყურადღებას არ იქცევთ

უხერხულია როდესაც სპორტულ დარბაზში ვარჯიშობთ და ყველა აგზნებით აკვირდება დიდი მკერდის მოძრაობას. ირბინეთ, იხტუნეთ, პატარა მკერდი არ შეგარცხვენთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS