1. ხშირად არღვევ პირობას, რომელსაც შეყვარებულს აძლევ
შეიძლება დაპირდი, რომ პარასკევს პაემანზე წაიყვან, მაგრამ ზუსტად პარასკევ დღეს შენმა ძმაკაცმა საქმეზე გაყოლა ან ფულის სესხება გთხოვა. შენ მიყვები ძმაკაცს ან პაემნისთვის გადადებულ თანხას დაუფიქრებლად აძლევ. როგორ გგონია, ქალს ამაზე
2. ისინი ქალებს გაცნობენ
როდესაც კაცები იკრიბებით, სვამთ და ერთობით, რომელიმე ძმაკაცი ყოველთვის ,,ნაშებს" ურეკავს. რამდენიმე წუთში სრულიად უცხო, ლამაზი ქალების გარემოცვაში ხვდები. ისინი გეფლირტავებიან. შენ მთვრალი ხარ და...
3. ძმაკაცები ვიდეოთამაშებისკენ გიბიძგებენ
თითქმის ყველა ქალს გვერდით ზრდასრული მამაკაცის ყოლა სურს და არა ბავშვის. მაშინაც კი თუ თქვენ საკმაოდ ახალგაზრდა ხართ, გოგონა თქვენგან კაცობას მოითხოვს. ჩვენთვის გაუგებარია რატომ ხარჯავთ უძვირფასეს დროს სულელურ თამაშებში! მითუმეტეს ამ თამაშების გამო ხშირ შემთხვევაში ყურადღებას გვაკლებთ.
4. შენი ძმაკაცები გონების დაკარგვამდე გათრობენ
ერთ-ორ ჭიქას დავლევ, ეუბნები შეყვარებულს, სინამდვილეში კი ისე ილეშები რომ სახლამდე ძლივს მიგათრევენ, გეკარგება მობილური, არ პასუხობ მის ზარებს. შეიძლება ისე დათვრე დილას სრულიად უცხო ადამიანის ლოგინში გაიღვიძო. შენი ძმაკაცები გალოთებენ და ურთიერთობას გინგრევენ!
5. გახსენებენ რა კარგი იყო, როდესაც შეყვარებული არ გყავდა!
გეკითხებიან გახსოვს თუ არა რა მაგარი იყო იმ წვეულებაზე... როგორ ,,მოხსენით" რამდენიმე სექსუალური გოგო. რა მაგრად გიჟობდით, არავის წინაშე არ გქონდა ვალდებულებები. ხშირად უნებურად, ხანდახან კი გამიზნულად, თავისუფლებისკენ გიბიძგებენ.
6. შენს ძმაკაცებს ყველაფერს ადვილად პატიობ
თუ შეყვარებული რამეს დააშავებს მესამე მსოფლიო ომს იწყებ, მაგრამ თუ ძმაკაცი მიქარავს, მზად ხარ ყველაფერი აპატიო.
7. შენი ძმაკაცი დიდი ალბათობით მექალთანეა
,,ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო." თუ შენი ძმაკაცი მუდმივად ქალების გარემოცვაშია, შეყვარებული თავს არაკომფორტულად გრძნობს. ხომ შეიძლება შენც მოგეწონოს სხვა?
8. ერთად განიხილავთ ქალებს
ბიჭების შეკრებისას ყველაზე აქტუალური თემებია: ქალები, მანქანები, სპორტი და სექსი. არც ერთი კაცი არ მოყვება როგორი დაუვიწყარი ღამე ჰქონდა თავის შეყავრებულთან. ყველა ჰყვება ,,ნაშასთან" ინტიმურ ურთიერთობაზე. ამას გარდა, ათვალიერებენ სურათებს ინტერნეტში, ერთმანეთს უზიარებენ სად გაიცნეს ლამაზი ქალი და ა.შ.
9. შენი ძმაკაცი ღატაკია
მას არ აქვს მანქანა, სამსახური, ფული. ხშირად გთხოვს წაიყვანო სადმე, ასესხო თანხა, როელსაც იშვიათად აბრუნებს უკან.
10. შენს ძმაკაცებს ოჯახზე არასწორი წარმოდგენა აქვთ
არსებობს ორი ტიპის ძმაკაცი, პირველი - ვისაც ქორწინება დატუსაღებად მიაჩნია, მეორე - ვინც ქორწინების მომხრეა, ცოლს სახლში დააგდებს და თვითონ ,,იგულავებს."
11. უარყოფითად მოქმედებენ შენს ქცევებზე
მათთან უზრდელი ხდები, გამუდმებით ბილწსიტყვაობ, უხეშობ, აგდებულად უყურებ სერიოზულ საკითხებს, დასცინი სხვებს, მსოფმხედველობაც კი გეცვლება! მოკლედ რომ ვთქვათ, სრულიად სხვა ადამიანი ხდები.
12. შენი ძმაკაცები ერთი დღის პრინციპით ცხოვრობენ
საყვარელი ქალი შენზე ზრუნავს და არ უნდა უპერსპექტივო ხალხთან ერთად გხედავდეს. შენს შეყვარებულს შენი ნათელი მომავლის სჯერა, მაგრამ შენი ძმაკაცები ყველაფერს აკეთებენ შენს ,,ჩასაძირად." განა იმიტომ, რომ მათ არ უყვარხარ? უბრალოდ ბიჭები არასდროს ფიქრობენ ხვალინდელ დღეზე და ასეთი ცხოვრება სწორად მიაჩნიათ.
13. გულის სიღრმეში ძმაკაცს სძულს შენი შეყვარებული
შენი ძმაკაცები არასდროს ეპატიჟებიან შენს შეყვარებულს მათთან ერთად გასართობად. როცა შენი შეყვარებული მობილურზე გირეკავს გამუდმებით გეძახიან და აგრძნობინებენ, რომ ყურმილი უნდა გათიშოს. თუ შეყვარებულთან ხარ გაწრიალებენ, რომ ქალს თავი დაანებო და მათთან გახვიდე.
რადა მახარაძე