1. თუ არ საუზმობთ
ადამიანები, რომლებიც დილას არ საუზმობენ სისხლში გლუკოზის დაბალი დონე აღენიშნებათ, რაც თავის ტვინის აქტივობის შეფერხებას ახდენს.
2. ზედმეტად დანაყრება
ზედმეტი საკვების მიღებისას, თქვენი ორგანიზმი სისხლძარღვებსა და თავის ტვინის ძარღვებში ქოლესტერინს აგროვებს.
3. მოწევა
სიგარეტი ვნებს ტვინის მუშაობასა და კლავს ტვინის უჯრედებს. ბოლო კვლევების
4. დიდი რაოდენობით შაქრის მიღება
რაც მეტია შაქარი მეტია ტოქსინები და ჭარბი წონა, სასარგებლო ნივთიერების ნაკლებობას განიცდით.
5. ჰაერის დაბინძურება
ეს თქვენზე ყველაზე ნაკლებადაა დამოკიდებული, მაგრამ თუ ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდება, მისი მოქმედება შესამჩნევად ფერხდება. აქედან გამომდინარე, რაც უფრო სუფთაა ჰაერი - მეტად აქტიურია თქვენი აზროვნებაც.
6. გამოუძინებლობა
არასაკმარისი ძილი თავის ტვინის უჯრედებს კლავს.
7. ნარკოტიკი და ალკოჰოლი
თავის ტვინის გამოუსწორებელ დაზიანებას იწვევს.
8. მუშაობა ავადმყოფობის დროს
ავადმყოფობის დროს თავის ტვინის დატვირთვა და გონივრული მუშაობა ვნებს ტვინს, რადგან ორგანიზმი მთელ რესურს ავადმყოფობასთან ბრძოლას ახმარს. ასეთ დროს ტვინი ვერ იღებს საკმარის ჟანგბადს.
9. სტიმულირებისა და განვითარების ნაკლებობა
ტვინისთვის აუცილებელია განვითარება, ამიტომ ტელევიზორის ყურების ნაცვლად, უმჯობესია წიგნი წაიკითხოთ, შეავსეთ კროსვორდები ან ჭადრაკი ითამაშეთ.
10. ნაკლები საუბარი
საუბარი თავის ტვინის ერთგვარი მასტიმულირებელია. ბევრი საუბრისას იმახსოვრებთ ფაქტებს, სწავლობთ ახალ სიტყვებს. ასე ავარჯიშებთ თავის ტვინს და მუდმივ აქტივობაში ამყოფებთ.
პენი ლეინი