1. თქვენთან ერთად გეგმებს აღარ აწყობს
გოგონების დიდ ნაწილს ცხოვრების დაგეგმვა უყვარს. ამაში შედის "ვიქენდი", მომავალი თვე ან მთელი ცხოვრებაც კი. თუ შაბათ-კვირას მასთან შეხვედრას აღარ გთავაზობთ, თუ მომავალიც თქვენს გარეშე წარმოუდგენია, მაგალითად: სამოგზაუროდ მარტო ან დაქალებთან ერთად მიდის, სურს შეიძინოს ორსართულიანი სახლი, მაგრამ არ აღნიშნავს რომ მასში თქვენთან ერთად იცხოვრებს.
2. გაგირბით
ცდილობს მაქსიმალურად
3. სექსზე უარს გეუბნებათ
თუ ადრე სექსი გქონდათ, მაგრამ ბოლო დროს ინტიმზე ყოველთვის უარს გეუბნებათ, მხოლოდ სიყვარული კი არა ვნებაც გაქრა.
4. გასართობად ხშირად დადის
როდესაც შეყვარებული ხარ იშვიათად მიდიხარ კლუბებსა და ბარებში მეორე ნახევრის გარეშე. თუ ქალს აღარ უყვარხართ, სხვა მამაკაცების გაცნობის სურვილი უჩნდება, მეგობრებთან ერთად თვრება, ცეკვავს, გიჟობს. ამ დროს არც კი ახსოვს რომ თქვენ ყავხართ.
5. უფრო მეტ სელფს იღებს ვიდრე უწინ
სოციალური მედიის საშუალებით საკუთარი თავი იდეალურად შეიძლება წარმოაჩინო. გოგონები იღებენ სელფს, სადაც ლამაზად გამოიყურებიან და ამით მამაკაცებზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენენ. თუ თქვენი პარტნიორი ბევრ სელფს აქვეყნებს, ე.ი. საპირისპრო სქესს სიგნალს აძლევს.
6. თქვენთან ყოფნისას მობილურშია ჩამძვრალი
თამაშობს, მესიჯობს, სურათებს ათვალიერებს, სოციალურ ქსელში დაძვრება... თუ ქალს უყვარხართ, აინტერსებთ კიდეც.
7. მისი მამრი მეგობრების სია მრავალფეროვანი ხდება
მეგობრების წრე კაცებით გაავსო. ხშირად გესაუბრებათ მათზე. განიშნებთ რომ თქვენ მის ცხოვრებაში ერთადერთი ინტერესის ობიექტი არ ხართ.
8. ინტუიცია გკარნახობთ...
ჩვენი ინტუიცია და გრძნობები ყოველთვის გვეუნება რა სტადიაზეა ურთიერთობა. შეიძლება აღიარება არ გინდოდეთ, მაგრამ იცოდეთ რომ მის გულში აღარფერი გესაქმებათ.
რადა მახარაძე