22 ნოემბერი, 2015
ტოპ 6 სექსუალური პროფესია ქალისთვის
პირველ რიგში, სამსახური შემოსავლიანი უნდა იყოს, თუმცა შემდეგ სხვა პრიორიტეტების ჯერიც დგება. პირადად მე ჟურნალისტი ვარ და ჩემზე გაცილებით უფრო მიმზიდველად ითვლება ამინდის პროგნოზის გამომცხადებელი. იცოდით რომ არსებობს პროფესიები, რომელიც ქალს განსაკუთრებულად სასურველს ხდის?

1. ბარმენი

ბარმენები საუკეთესო ფსიქოლოგებად მიიჩნევიან. შეზარხოშებულ ადამიანებს მათთან საუბარი უყვართ. მთვრალი კაცი ფიზიკურ ნაკლს ვერ ამჩნევს და ყველაფერი ლამაზად ეჩვენება. მაშინაც კი თუ ბარმენი გოგონა არც თუ ისე სასიამოვნო გარეგნობისაა, მამაკაცი მიმზიდველად თვლის და მასთან სექსითაც უნდა. ამგვარი სქესობრივი აქტი ემოციურ
კავშრზეა დამყარებული. კაცი მიენდო ქალს, გული გადაუშალა, შემდეგ კი ხორციელ სიყვარულს დაეწაფა.

2. მიმტანი

მიმტანები კლიენტებთან ყოველთვის თავაზიანები არიან. ამ თავაზიანობას, ღიმილს და თვალებით კეკლუცს კაცი შეცდომაში შეჰყავს. მამაკაცებს ჰგონიათ რომ მიმტანი ეფლირტავებათ. მიმტანების ფორმა ხშირ შემთხვევაში გამომწვევია, მოკლე კაბა კაცს ადვილად აღაგზნებს. ეს ერთგვარი მარკეტინგული ხრიკია. კაცს ოფიციანტთან ურთიერთობა სურს, ამიტომ ხშირად ეძახის და რაღაცას უკვეთავს.

3. მსახიობი, მომღერალი, მოდელი

ვინ მიგაჩნიათ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად? უმეტესობა მიპასუხებს რომელიმე მსახიობის, მოდელის ან მომღერლის სახელს. თქვენი მესმის, სელებრითები ხომ საუკეთესო კუთხით ჩანან მაყურებლის წინაშე.

4. მასწავლებელი, ლექტორი

მიმზიდველი მასწავლებელი/ლექტორი კაცების უსაყვარლესი სექსუალური ფანტაზიაა. მასწავლებელს ქარიზმას ინტელექტი ანიჭებს. ჩაცმულობის ვითომ სოლიდური სტილი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

5. მედდა

ჰელოუინზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმა სწორედ მედდის ფორმაა. რატომ? იმიტომ რომ მედდები ძალიან მიმზიდველ ქალებად ითვლებიან. მედდები მოსწონთ იმიტომ რომ მზრუნველები არიან და რთულ მომენტებში კაცს გვერდში უდგანან.

6. პოლიციელი

ქალი, რომელიც პოლიციელის ფორმაშია გამოწყობილი, მამაკაცს ცუდი ბიჭობის სურვილს უჩენს. პოლიციელ ქალებს აქვთ თავდაჯერებულობა, ძალა, სიუხეშე. ისინი ავტორიტეტულები არიან. კაცს ზოგჯერ მოსწონს, როცა ქალი სექსში დომინანტია.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS