ჟაკეტი
ჟაკეტი ჯენტლმენებს აცვიათ. ასეთი მამაკაცები ინტელიგენტები არიან. მათ უყვართ ჩაის/კაკაოს სმა და წიგნების კითხვა. უმეტესწილად რომანტიკოსებიც არიან.
როლინგი
მამაკაცებს, რომლებიც როლინგს იცვამენ, სამყაროს შეცვლა სურთ. ბევრ საკითხს თავისებურად უყურებენ. ისინი პოზიტიურად არიან განწყობილი. მაგალითად,
კაპიუშონიანი სპორტული ზედა
ასეთი მამაკაცები სპორტის მოყვარულები არიან. ისინი ხშირად უყურებენ მატჩებს, თუ საშუალება აქვთ ესწრებიან კიდეც. სულით მებრძოლები და ძლიერები არიან. მათ განვითარებული აქვთ აზარტის გრძნობა, რაც ხშირად დამღუპველია. თუ ეს კაცი ქალს ენდობა მასთან თავის სულიერ სინაზესაც ამჟღავნებს.
ნაქსოვი სვიტერი
ეს კაცი სახლში კომფორტს შეგიქმნით, შეგიძლიათ ამაყად გააცნოთ დედათქვენს და მასთან ერთად მომავალი დაგეგმოთ. ის მოსიყვარულე და თბილია. იგი თავდაჯერებული და კლასიკურია. ამ კაცმა იცის ქალს როგორ უნდა ასიამოვნოს.
მაისური სამკუთხედი გულით
ეს კაცი ცხოვრებისეულ გამოწვევებს სიხარულით იღებს და თავადაც ბრძოლას უცხადებს ცოხვრებას. მას არ აშინებს პრობლემები. ის ყოველთვის გამოგაძვრენთ რთული სიტუაციიდან და ხშირად თქვენს დანაშაულს საკუთარ თავზე აიღებს. კაცებს, რომლებიც სამკუთხედ გულს ამჯობინებენ, თმა თითქმის ყოველთვის აბურდული აქვთ. ეს ან ძალიან საყვარლად მოგეჩვენებათ, ან გაგაღიზიანებთ.
სვიტერი, რომელიც ელვით იკვრება
ასეთი კაცები ზარმაცები არიან. უყვართ ალკოჰოლური სასმელები. ის კარგად ხუმრობს, მაგრამ ვერასდროს შეგიქმნით იმ პირობებს, რომელზეც ოცნებობდით. თუ გსურთ ოჯახში კაციც თქვენ იყოთ და ქალიც, ასეთ მამაკაცზე უნდა გააკეთოთ არჩევანი.
რადა მახარაძე