21 ნოემბერი, 2015
12 მტკიცებულება, რომ მასტურბაცია აუცილებელია და სირცხვილი სულაც არ არის
სპეციალისტები ამბობენ, რომ მასტურბაციაში ცუდი არაფერია სექსოლოგი კეროლ კვინი ამტკიცებს, რომ ორგაზმი "კონსტიტუციური უფლების განუყოფელი ნაწილია".
სპეციალისტები ამბობენ, რომ მასტურბაციაში ცუდი არაფერია.

1. მასტურბაცია სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ეფექტურად უმკლავდება სტრესს, არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

2. ამერიკაში მასტურბაციის ნაციონალური თვე ნოემბერია. 1995 წელს ქირურგი ჯოისლინ ელდერსი ბილ კლინტონმა თანამდებობიდან მასტურბაციის მხარდაჭერისთვის გაანთავისუფლა. ის ამტკიცებდა, რომ მასტურბაცია სასარგებლოა და ამის არ უნდა გვრცხვენოდეს.

3. ლეგენდის თანახმად ხშირი მასტურბაცია საზიანოა. ამერიკელი მეცნიერები კი ამას სისულელედ მიიჩნევენ. თუ ხშირი მასტურბირების ჩვევა, თქვენს სქესობრივ ცხოვრებასა და
სამსახურს ხელს არ უშლის, შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

4. მასტურბაცია საუკეთესო გამაყუჩებელია, მენსტრუალური ტკივილების დროს.

5. 2010 წლის კვლევებით მამაკაცების 94%, ხოლო ქალების 85% აღიარებს, რომ რეგულარულად მასტურბირებენ.

6. ვისაც რეგულარული სექსი აქვს, მასტურბირებენ უფრო ხშირად, ვიდრე ისინი, ვისაც პარტნიორი არ ჰყავს.

7. კვლევით დადგინდა, რომ ხშირი მასტურბაცია მეორე ხარისხის დიაბეტის წარმოქმნის რისკს ამცირებს. შეგიმსუბუქებთ დეპრესიას, საიმედო დამცველია ქალის საშვილოსნოს ყელის ინფექციური დაავადებებისგან. ტკბილად დაგეძინებათ.

8. მასტურბაციით კავდებიან არა მარტო ადამიანები, არამედ ირმები, მაიმუნები, ციყვები.

9. მასტურბირებით განცდილი ორგაზმი სისტემის იმუნიტეტს აძლიერებს, დაგიცავთ გაციებისგან.

10. ვინც აქტირად მასტურბირებს, უმეტესწილად კმაყოფილია ცოლ-ქმრული ურთიერთობით.

11. 1874 წელს მარკ ტვენი მასტურბაციაზე ლექციებს კითხულობდა და ჯერ კიდევ მაშინ სჯეროდა, რომ ამაზე უარის თქმა სისულელეა.

12. ორმხრივი მასტურბაცია - სქესობრივი აქტის ერთ-ერთი იშვიათი სახეა, რომლის დროსაც არ არის შიდსით დაავადების ან დაფეხმძიმების საშიშროება.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS