21 ნოემბერი, 2015
ზოდიაქოს ნიშნები რომლებსაც 2016 წელს სიყვარულში გაუმართლებთ
გაიგეთ ვის მოუტანს სიყვარულს წითელი მაიმუნის წელიწადი სიყვარული - ზღაპრული გრძნობაა, რომელიც ადამიანის ნებაზე არ არის დამოკიდებული. ეს არის გრძნობა, რომელსაც ყველა ეძებს და ისწრაფვის. თუმცა სიყვარული თავად ირჩევს მას ვისაც დააჯილდოვებს.

გაიგეთ ვის მოუტანს სიყვარულს წითელი მაიმუნის წელიწადი:

3. ტყუპი

2016 წელს ტყუპი ალბათ პირველად გამოცდის ამ დიდებულ და ძლიერ გრძნობას. ზოდიაქოს ენ ნიშანი ხშირად სხვისი გრძნობებით თამაშობს, იღებს ყველაფერს, რაც მას სჭირდება, შემდეგ კი მიატოვებს და ახალ გასართობს ეძებს. ამჯერად ის თავად გახდება თავბრუდამხვევი
სიყვარულის მსხვერპლი და აიძულებს ყველაფერი თავიდან დაიწყოს. გრძნობა იმდენად ძლიერი იქნება, რომ არჩევანისთვის ის ოჯახის, ახლობლებისა და ნათესავების წინააღმდეგ იბრძოლებს. ტყუპი შეხვდება ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს: ვერძს, ლომს ან მშვილდოსანს. მასთან ყოფნისთვის ის ნებისმიერ მსხვერპლს გაიღებს.

2. ლომი

ლომი 2016 წელს აუცილებლად გაამართლებს მის სამეფო სასიყვარულო ჩვევებს. ეს წელი მისთვის ერთ დიდ ფლირტის საქანელად გადაიქცევა. დიდ სექსუალურ სიამოვნებას მიიღებს, ვნებისა და სინაზის მორევში გადაეშვება და თავსაც დაკარგავს. საშემოდგომოდ თავს დაანებებს რიგით ურთიერთობებს და მონათესავე სულის ძიებას დაიწყებს, ადამიანის, რომელთანაც არა მარტო დაძინების, არამედ გაღვიძების სურვილიც ექნება. ის პარტნიორზე ზრუნვას დაიწყებს, დაიცავს და გვერდში დაუდგება მას. შესაძლოა 2016 წლის ნოემბერში ლომმა თავის პარტნიორს ხელი სთხოვოს.

1. მორიელი

მ წელს გრძნობების ნამდვილ განახლებასა და გადახალისებას კი მორიელი განიცდის. წლის დასაწყისში გულგრილობასა და ოჯახური ცხოვრების მიმართ გაურკვევლობას იგრძნობს, რის გამოც დაუყოვნებლივ გააბამს ახალ თავბრუდამხვევ რომანს. ეს ურთიერთობა იმდენად გაიტაცებს, რომ მისი მეუღლე განქორწინებაზე ფიქრს დაიწყებს. მაგრამ უკვე მაისისთვის, მორიელი გააცნობიერებს, რომ მის ძველ პარტნიორზე ერთგული და ძვირფასი არავინ ჰყავს და მეუღლის გულის მოგებას თავიდან დაიწყებს.

ეს მზრუნველობა ნამდვილ რომანტიკულ მოვლენად გადაიქცევა - ყვავილების მირთმევა, საწოლის ვარდებით მორთვა, რომანტიკული ვახშამი, მოგზაურობა და ა.შ. თითქოს მორიელი თავიდან დაიბადა და ეს სიახლე, წყვილს სიყვარულის ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მარტოხელა მორიელებს ძალიან მგრძნობიარე წელი ელით და სიყვარულს არაუგვიანეს შემოდგრომის დასაწყისში შეხვდებიან.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
(((((((((((((((((((((((((((((((((
იმდენი თქვენ იკვნესეთ როგორც ბებიაჩემი იტყოდა რამდენიც ტყუპს ჰქონდეს ორგანულად ის რომ სხვისი გრძნობით ითამაშოს და მერე სხვასთან გაერთოს ყოველშემთხვევაში ყველა ტყუპი ასე არარის უეჭველად ვიცი! პირიქით მისით თამაშის სურვილი შეიძლება უფრო ქონდეს სხვას.მე ვარ ტყუპი და გადავწყვიტე რომ რაც არუნდა დატრიალდეს არასოდეს არავის მივცე მეორე შანსი ყველაზე დიდი დანაშაულია მეორე შანსის მიცემა ადამიანისთვის როდესაც გატკენს პირველად! ვიყავი ყველაზე ლაღი და ბედნიერი ადამიანი მანამ სანამ არ გამაუპატიურა საკუთარმა შეყვარებულმა ძალიან ბევრი წლის უკან. ოღონდ ისე გამიმეტა რომ 1 კვირა საწოლიდან ვერ ვდგებოდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრამვების გამო. კიდევ თავს იმართლებდა მე ხომ ცოლად მინდიხარ,ცოლად _ამ მოტივით! არ უნდა მეპატიებინა.საბედისწერო შეცდომა დავუშვი, არ უნდა მიმეცა მეორე შანსი რვა თვიანი მუხლებზე ფორთხვის მიუხედავად და ჩემი ნათესავების აწრიალების მიუხედავად მაინც უნდა დამეჯერებინა მშობლისთვის!მშობელს ვინც არ უჯერებს ის ყოველტვის ცხვირს იტეხეს ადრე თუ გვიან. ხოდა მე ვარ ტყუპი და ყველაზე ერთგული უღალატო ადამიანი რომელსაც ეზიზღება სხვისი გრძნობებით თამაში. მე არ მიყვარს არავინ! არავის არასოდეს არ მივცემ მეორე შანსს მითუმეტეს ასეთი ტრამვირებული წარსულის ფონზე რამაც ჩემი ფსიქიკა შეარყია და ჩამიტოვა ხშირად უცნაური შემაშფოთებელი ფანტაზიები რომელიც ფუჭია მაგრამ მაინც მაწუხებს. მეზიზღება 2015 და დამდეგი 2016 კიდევ უფრო მეტად მძულს არც არასოდეს დავლოდებივარ სიყვარულს მითუფრო მომავალში არ დაუშვებ ისეთ მარაზმოლოგიაში თავის გაყოფას რასაც "სიყვარული" ქვია! გაიგეთ ყველა ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ერთ სიბრტყეში ნუ აქცევთ ერთი ტქვენს გახარებას ცოტა მეტი იქექეთ ასტროლოგიაში და ნახავთ რამდენი ნიუანსია თუნდაც წლების მიხედვით... ისე კი დიდი მოწიწებით ვუსურვებ ყველაზე ვნებიან, თავბრუდამხვევ და გიჯური სიყვარულით გაჯერებულ 2016 - ს გველის წელში დაბადებულ ტყუპ ქალბატონებს !!!
18:05 / 21-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS