21 ნოემბერი, 2015
თქვენთვის მამაკაცებო - ციფრები, რომლებსაც ქალები არასდროს გაგიმხელენ
ქალი იდუმალი არსებაა. კაცის თავის ასატკივებლად გაჩნდა. მამაკაცები ძალიან მატყუარები არიან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არც ქალები აკლებენ. გადავწყვიტე ქალური საიდუმლოებები გავთქვა და გაგანდოთ რას გატყუებენ ქალები:

1. ხელფასს

ქალი არასდროს გეტყვით რეალურად რამდენს გამოიმუშავებს. ის ან დააკლებს, ან მოუმატებს, გააჩნია რა ურთიერთობა გაქვთ, რა გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით და რა ტიპის ადამიანია.

2. რა დრო სჭირდება თავის მოსაწესრიგებლად

,,ბუნებრივად ლამაზი ვიღვიძებ," ალბათ ხშირად გესმით ეს ფრაზა. სინამდვილეში ქალის თმა საშინლად დგას... თუ გამოუძინებელია კანი აჭრელებული აქვს ან
აკნემაც შეიძლება შეაწუხოს. არ არის გამორიცხული სახე შეუსივდეს. არც ერთი ნორმალური ქალი არ წესრიგდება ნახევარ საათში. მინიმუმ უნდა იბანაოს, შეარჩიოს სამოსი, ჩაიცვას, გაიკეთოს თმა და მაკიაჟი, აირჩიოს ფეხსაცმელი, ლუქი შეუხამოს აქსესუარები და ჩანთა. ამას შეიძლება დაემატოს ფრჩხილების გაკეთება, არასასურველი თმის მოშორება და ა.შ.

3. თანხა, რომელსაც შოპინგზე ხარჯავს

თუ ქალი მეტიჩარაა, დიდი ალბათობით იტყუება რომ ბრენდულ მაღაზიებში დადის, სინამდვილეში კი ბაზრობაზე შოპინგობს. ჯემპრი რომელიც აცვია 40 ლარი ღირს, მაგრამ თავგამოდებით გაიძახის რომ 200$ დაუჯდა. არსებობენ ქალები, რომელიც შოპინგომანიას მალავენ. ისინი თავს გაჩვენებენ, რომ მინიმალური თანხით მიდიან საყიდლებზე.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS