1. ყველაფერი რასაც აკეთებს საყვარლად გამოსდის, მაგრამ ამას ხაზი არ გაუსვათ
მას სურს გამოიყურებოდეს სუნთქვის შეკვრამდე სექსუალურად და არა საყვარლად. იფიქრებს, რომ სექსუალურობაში სიმაღლე უშლის ხელს.
2. არ დაუძახოთ ,,პაწუ"
თუ თქვენ ძალიან მაღალი ხართ და მოფერებით გიგანტს დაგიძახებთ ,
3. არ ჰკითხოთ შეიძლება თუ არა მისი ხელში აყვანა
დავიწყოთ იქიდან, რომ ქალი პატარა ლეკვი არ არის ხელში რომ აიყვანოთ. გოგონას აქვს თავისი თავმოყვარეობა. თუ მაინც და მაინც გამოუვალი სიტუაციაა: ფეხი დაუსველდება, კაბა გაუფუჭდება, რაიმე სტკივა... უბრალოდ ხელში აიყვანეთ და აკოცეთ.
4. მაღალი მამაკაცები თავისი სიმაღლის გამო არ მოსწონს
თუ იპოვიდა კაცს, რომელიც სულიერად და ინტელექტუალურად აკმაყოფილებს, მაგრამ დაბალია, აუცილებლად გააბამდა მასთან რომანს. თქვენი სიმაღლე მის თვალში არაფერს გმატებთ!
5. მის საკოცნელად თავის დახრა მოგიწევთ
ყოველთვის როცა დაბალი გოგონას კოცნა მოგინდებათ, ის ფეხისწვერებზე აიწევა, თქვენ კი თავს ჩაწევთ. არ არსებობს უდისკომფორტო ურთიერთობა.
6. არ ელაპარაკოთ ისე, როგორც ჭკუანაკლულს
ქალს მოსწონს როცა მამაკაცი მის ინტელექტს ამჩნევს. თუ გოგონა დაბალია, არ ნიშნავს რომ ჭკუა არ აქვს.
7. მას მოსწონს რომ დაბალია
ქალები ადრე თუ გვიან საკუთრი თავის სიყვარულს სწავლობენ. ნურასდროს ჰკითხავ: ,,მაღალი გოგონების გშურს?" ან ,,შენი დაქალები რომ ასეთი მაღლები არიან არ გიტყდება?"
8. ხუმრობითაც კი არ ასწიოთ ზემოთ ნივთი, რომელიც მას სჭირდება
თამაში სახელად ,,აბა თუ მიწვდები" მის სიმაყეს კბენს. გადასარევად იცით, რომ პატარაა და ვერ აფრინდება. ნუ მოიქცევით ხეპრესავით.
9. თუ ყურში რაიმეს ჩაჩურჩულება მოუნდება დახრა არ დაგეზაროთ
თქვენთან საუბრის კომპლექსი არ უნდა გაუჩნდეს. შეიძლება უეცრად რაღაც სასაცილო შენიშნა და სურს, რომ გაგიზიაროთ. არ აგრძნობინოთ რომ მხრებში მოხრა თქვენთვის ძნელია.
10. არასდროს თქვათ ფრაზა: გამარჯობა/ნახვამდის, ჩემო პატარა!
ეს რა სისულელეა?! საერთოდ თავში აზრად როგორ მოგდით დაბალ ქალს შეახსენოთ, რომ პატარაა?! თუ ფანტაზია არ გყოფნით, სახელი დაუძახეთ.
რადა მახარაძე