რაც ყველაზე სამწუხაროა, ხშირად მაშინ, როცა არაფერი ხდება, ადამიანს საშინელ დიაგნოზს ეუბნებიან და იმაზე არავინ ღელავს და მით უმეტეს, არავინ აგებს პასუხს, მცდარი დიაგნოზისგან ადამიანს რომ შეიძლება ელემენტარულად გული გაუსკდეს.
არაერთი შემთხვევა გაგვიგონია,
გთავაზობთ მის პოსტს, რომელიც ანალიზების პასუხების გადამოწმების შემდეგ დადო და თან დასვსვამთ რიტორიკულ შეკითხვას: არის ვინმე პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ არასწორი პასუხების გამო ადამიანმა კინაღამ გულის შეტევა მიიღო? ვინმე აუნაზღაურებს ამ მორალურ ზიანს?!
"მოკლედ, ხალხნო, გუშინწინ 2 თვის ბავშვი მივიყვანე აღრიცხვაზე ასაყვანად ე.წ. სანდრას კლინიკაში. ვარკეთილში. ტერიტორიულად იქ უწევდა. გამიშვეს სისხლის ანალიზზე, აცრამდე სჭირდებაო.
გუშინ მოვიდა პასუხი და ბავშვს ჰქონდა როე 102. ნორმა 25-მდეა და შესაბამისად, ამ მონაცემით ბავშვი უნდა ყოფილიყო უმძიმეს მდგომარეობაში... არადა, იდეალურ ხასიათზე იყო, ჭამდა, იცინოდა.
წუხელ როგორ გავათენე, არ მახსოვს... დილას წავიყვანე სხვა ლაბორატორიაში, რომელიც სპეციფიკურია და მეტად სანდო, და სასწრაფოდ ახალი ანალიზი გავუკეთე (გუშინ ვეღარ მოვასწარი, ვიკეტებითო, რომ დავრეკე).
დაჩქარებული გავაკეთებინე და ახლა მომივიდა როეს პასუხი - 4.
იხილეთ გაგრძელება