20 ნოემბერი, 2015
8 ფაქტი, რომლის ცოდნის შემთხვევაშიც ჟურნალისტი არ გავხდებოდი
ბავშვობაში მიკროფონს დავიჭერდი და სარკის წინ ვლაპარაკობდი,მერე მეგობრებთან ერთად შოუების დადგმა დავიწყე. ყველამ იცოდა, რომ როცა გავიზრდებოდი ტელეწამყვანი უნდა გავმხდარიყავი. ამ სტატიაში გაგაცნობთ 10 ფაქტს, რომლის ცოდნის შემთხვევაშიც არასდროს ჩავაბარებდი ჟურნალისტიკაზე.

1. რეპორტიორობა არც ისეთი გლამურულია, როგორიც ეკრანზე ჩანს

ყოველდღიურად ქვეყნის (ან მსოფლიოს) სხვადასხვა კუთხეში მიდიხარ. დასავლეთით წვიმს, აღმოსავლეთში ქარბუქია, მთაში კი წელამდე თოვლი. ბუნებრივ პირობებთან ელვისებური სისწრაფით შეგუება გიწევს. ტანსაცმელები ჩანთით უნდა ატარო. წინასწარ შეეგუე რომ სამკაულებს მუდმივად დაკარგავ. სალონში თმის დავარცხნას ან დახვევას ხომ
აზრი არ აქვს! თუმცა პირდაპირ ჩართვაში ვარცხნილობა მაინც (თითქმის) იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს.

2. ჟურნალისტიკით ფულს ვერ იშოვით

ბენზინის ან ტაქსის ფულს, მობილურზე სალაპარაკოს, ინფორმაციის მოპოვებისთვის საჭირო თანხებს თავად ფარავთ. მთელი უბედურება კი იმაშია, რომ ხელფასი დაბალი გაქვთ და მშობლები გარჩენენ.

3. თქვენთვის არ იარსებებს კვების რეჟიმი

ჟურნალისტები უმეტესწილად შიმშილობენ, რადგან ჭამისთვის დრო არ რჩებათ. თქვენ ალბათ გიკვირთ, მაშინ რატომ არის ზოგიერთი მათგანი მსუქანი? რეპორტიორები ღამით იკვებებიან თუ ჭამისთვის ენერგია ჰყოფნით. ორგანიზმი მსუყე ვახშამს ვერ ინელებს და წონაში იმატებს.

4. თავად იკეთებ მაკიაჟს

ვიზაჟისტი მხოლოდ წამყვანებს ემსახურება. თუ გსურს, რომ ეკრანზე ლამაზად გამოიყურებოდე მაკიაჟის კურსები გაიარე. არ დაგიმალავ, რომ ეს სიამოვნება სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

5. ფეხსაცმელი მნიშვნელოვანია!

თუ ფიქრობ, რომ ფეხსაცმელი ეკრანზე არ ჩანს ძალიან ცდები. შენ არასდროს იცი როგორი კადრი გადჭირდება. რეპორტაჟს მარტო იმიტომ ვერ გააფუჭებ, რომ ფეხსაცმლის სტილი ან ფერი სამოსს არ შეეწყობა. იყავი წინდახედული.

6. დაივიწყე დაქალებთან ერთად გართობა

დალევის, ცეკვისა და თავდავიწყების ფუფუნება არ გაქვს! მუშაობ 24 საათიან რეჟიმში, კვირაში შვიდი დღე. არასდროს იცი რომელ საათზე მიხვალ სახლში ან შინ დაბრუნებულს შუა ღამეს მოგიწევს თუ არა სამსახურში გაქცევა.

7. ყველაფერში ექსპერტი უნდა იყო

ჟურნალისტი რეპორტაჟს ყველაფერზე აკეთებს, შესაბამისად ძალიან განათლებულიუნდა იყოს. რეპორტიორებს ყოველ დღე ახალი ინფორმაციის დამახსოვრება უწევთ. სწავლა სიბერემდეო!

8. შენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის

ჟურნალისტები ყველაზე ხშირად ზარალდებიან მიტინგების, ომების, კონფლიქტური სიტუაციების და პოლიტიკური საკითხების გაშუქებისას.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS