ზოდიაქოს ნიშნის გამოყოფაში ნაწილობრივ გრიგორიანული კალენდარი გამოიყენება, შედეგად მზე ზოდიაქოს თანავარსკვლავედში გადაინაცვლებს და ამით ფორმირდება ასტროლოგიური ეპოქა.
ზოდიაქოს ნიშნების დასახელება 12 შესაბამისი თანავარსკვლავედის მიხედვით ხდება, რომლებშიც მზე სხვადასხვაგვარად იმყოფება. ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგიის ძირითადი ელემენტებია და თანამედროვე ასტრონომიისთვის მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ზოდიაქოს ნიშნების დასახელება ჰერაკლეს გმირული საქმეების მოტივებზე მოხდა.
ასტროლოგიის თანახმად, ზოდიაქოს ნიშნებში მზის, მთვარის, პლანეტებისა და სხვა ციური სხეულების
ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანის ბედი და ხასიათი მის ზოდიაქოს რუკაზეა ასახული, ამასთან არანაკლებ მნიშვნელოვანია რომელ ნიშანში იმყოფება ციური სხეულები ადამიანის დაბადების დროს. ნიშანს რომელშიც ადამიანის დაბადების დროს მზე იმყოფებოდა, ხანდახან "მზის ნიშანს" უწოდებენ.
ასტროლოგები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ზოდიაქოს რუკაზე მთვარის განლაგებას. ღირებული ასტროლოგიური ანალიზი მაშინ ითვლება მნიშვნელოვნად, როცა ყველა ფაქტი და ურთიერთქმედება გათვალისწინებულია.
პენი ლეინი