ყოველდღიურობა საშუალებას არ გაძლევთ დაფიქრდეთ, რომ დიდი ხანია თქვენს საძინებელში ცოლ-ქმრისთვის უჩვეულო სიჩუმეა. თუ ეცდებით გაიხსენოთ სექსი ბოლოს როდის გქონდათ, დიდი ალბათობით ხაისათი გაგიფუჭდებათ. ნუ ღელავთ, თქვენი ოჯახი დანგრევის პირას ნამდვილად არ არის! მეტიც სექსის ნაკლებობა დაოჯახებული წყვილისთვის სავსებით ბუნებრივია. რატომ?
1. თქვენი ურთიერთობა ვნებიდან მეგობრობის ფაზაში გადადის
კვლევებმა აჩვენა, რომ ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ წყვილების დიდი ნაწილის სექსუალური აქტივობა ნახევრდება. ქალი და მამაკაცი ერთმანეთს უფრო ხშირად უზიარებს განცდებს, ემოციებს, ფიქრებს და არა სექსუალურ ფლუიდებს.
2. იზრდება
დაოჯახებული წყვილი მხოლოდ სიამოვნებასა და სექსის პოზებზე ვეღარ ფიქრობს. ქორწინების შემდეგ ქალსა და კაცს აკისრიათ პასუხისმგებლობა. ორივე ცდილობს, თავი გაართვას ნაკისრ ვალდებულებებს. მართალია, სქესობრივი კავშირი უკანა პლანზე მიიწევს, მაგრამ წინ გადმოდის ერთმანეთზე ზრუნვა.
3. შეიძლება რომელიმე ავად გახდეს
შეუძლებელია, ვნება გეძალებოდეთ, როდესაც საყვარელი ადამიანის ტკივილს ხედავთ. თუ პარტნიორს ქრონიკული დაავადება აქვს, თქვენ ცდილობთ, მდგომარეობა შეუმსუბუქოთ და არ ფიქრობთ სექსზე.
4. სტრესი/დეპრესია
პრობლემები ან კონფლიქტი ოჯახთან/მეგობრებთან/ნათესავებთან/ კოლეგებთან დაძაბულ ფონს ქმნის. ნერვიულობა სექსუალურ სურვილებს კლავს.
5. სექსუალური დისფუნქცია
შეიძლება, ქალს ან მამაკაცს რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდეს. თუ ერთ-ერთ პარტნიორს სექსი არ სიამოვნებს ან მისთვის მკურნალობის განმავლობაში სექსუალური კონტაქტი არ შეიძლება, მეორე მხარეც თავს იკავებს.
6. თქვენი განრიგი ერთმანეთისას არ ემთხვევა
თუ თქვენ დღისით მუშაობთ, თქვენი მეუღლე კი - ღამით, ბუნებრივია რომ სექსი ვერ გექნებათ. როცა თქვენში ენერგია სჭარბობს, პარტნიორს სძინავს ან პირიქით.
რადა მახარაძე