ჩვენთან კი შეკვეთილი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი შეიძლება არ მოგერგოთ ან ისეთი ხარისხის არ აღმოჩნდეს, როგორსაც ელოდით. ინტერნეტშოპინგმა
ინტერნეტშეკვეთის წინ აუცილებლად გაეცანით ქსელში შერჩეული ინტერნეტმაღაზიის შესახებ გამოხმაურებებს. საინტერესოა ატესტაციაც სისტემაში ჭებმონეყ, საიდანაც არაკეთილსინდისიერი გამყიდველები კლიენტთა საჩივრების საფუძველზე სწრაფად ირიცხებიან.
უცხოური ბრენდების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სასურველია, აშშ-სა და ინგლისის მაღაზიებში შეუკვეთოთ. უხარისხო საქონლის რისკი იქ გაცილებით დაბალია, ხშირად ძალზე შთამბეჭდავი ფასდაკლებები აქვთ, შეიძლება ერთადერთი მინუსი ის იყოს, რომ ყველა შუამავალი წინასწარ ითხოვს თანხის გადახდას, საქონელი კი, საშუალოდ, 3-4 კვირის შემდეგ ჩამოდის.
ინტერნეტმაღაზიაში ბევრად ფართო ასორტიმენტია, ვიდრე ნებისმიერ ბუტიკში. სანამ რაიმე საქონელს შეუკვეთთ, ფოტოები კარგად დაათვალიერეთ. თუ ფოტოზე შეამჩნევთ გამოშვერილ ძაფებს, გახსნილ ან ირიბ ნაკერს, თუ ქსოვილზე ნახატი მკვეთრი არ არის, უარი თქვით ასეთი ნივთის შეძენაზე. შეკვეთის წინ აუცილებლად გაეცანით ზომების ტაბულას. ფრანგული და გერმანული ზომების ბადე მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროპული სტანდარტებისგან. გერმანულ ინტერნეტმაღაზიებში საქონლის შეძენისას საორიენტაციოდ გამოიყენეთ წესი - „მინუს 8 ზომა“ , ფრანგულში კი - „მინუს 6 ზომა“ .
თუ შეძენილი ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი არ მოგერგოთ, უფლება გაქვთ, საქონელი შეძენის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ. ამისთვის აუცილებელია, მაღაზიის საიტზე გამყიდველი ფირმის შესახებ სრული ინფორმაცია და ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი იყოს წარმოდგენილი.
მათ შორის, საფოსტო ინდექსი, საკონტაქტო ტელეფონებისა და ფაქსის ნომრები და სხვა. იქვე უნდა იყოს მითითებული საქონლის შეძენისა და უკან დაბრუნების პირობები. თუ გამყიდველი ფირმა საქონლის უკან დაბრუნების პასუხისმგებლობას იხსნის, უმჯობესია, მასთან საქმე არ დაიჭიროთ.
არის საქონელი, რომლის შეძენა ინტერნეტმაღაზიებში რეკომენდებული არ არის - კოსმეტიკა, პარფიუმერია, კოლჰოტები და წინდები, თეთრეული, საცურაო კოსტიუმები. ძნელია ფოტოთი განსაზღვროთ, მოგიხდებათ თუ არა თქვენ მიერ მოწონებული ბიუსტჰალტერის ან საცურაო კოსტიუმის ფორმა. ქვედა საცვალსაც ვერ დააბრუნებთ უკან, ამ შემთხვევაში კანონი გამყიდველის მხარესაა, პომადა და თვალის ჩრდილიც შეიძლება იმაზე მუქი ან მქრქალი აღმოჩნდეს, ვიდრე მონიტორზე ჩანდა.
ინტერნეტშესყიდვისას გაითვალისწინეთ რამდენიმე წესი: აუცილებლად დააზუსტეთ შერჩეული ინტერნეტმაღაზიის საფოსტო ტარიფები და ზომების ბადე. გაითვალისწინეთ, ზოგიერთი საქონელი არ ექვემდებარება საერთაშორისო ფოსტით მიწოდებას. შეკვეთის საფოსტო გზავნილით მიღებისას, ბანდეროლი ფრთხილად გახსენით, არ დააზიანოთ პლასტიკური პაკეტი და ყუთი, რომლებშიც თქვენთვის სასურველი ნივთებია მოთავსებული.
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ნახვისას შეამოწმეთ ნაკერების სიმტკიცე. თუ ტანსაცმელი არ მოგერგოთ, რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნეთ უკან ისე, რომ არ მოხსნათ იარლიყები.
ჟურნალი „რეიტინგი“