19 ნოემბერი, 2015
7 მიზეზი ექიმი კაცის გამოსაჭერად
პირადად მე, ყოველთვის ვიცოდი რომ ექიმს ცოლად არ გავყვებოდი. მაგრამ სიმპათიურ ექიმთან შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტე ამ საკითხზე თავიდან დავფიქრებულიყავი. მოდით, ერთად განვიხილოთ ექიმი კაცის ,,გამოჭერის" პლუსები.

1. გაცივდით? ვირუსი შეგეყარათ? ის მუდამ მზად არის დახმარებისთვის და, რაც მთავარია, კომპეტენტურია ამ საკითხში!

ის 12 წელი სწავლობდა, რომ დიპლომი აეღო. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის შემდეგ (ან პარალელურად) გაიარა დამქანცველი სტაჟირება, სადაც გინდა თუ არა, გამოცდილებას მაინც იღებ. თქვენი ჯანმრთელობა საიმედო ხელშია.

2. ის კარგი მსმენელია

ექიმობა, მხოლოდ ანალიზების მიხედვით დასკვნის
გამოტანა და რეცეპტის გამოწერა არ არის. ექიმს პაციენტის მოსმენა და დამშვიდება უნდა შეეძლოს. მოსმენის კულტურა კაცს კიდევ უფრო სასურველს ხდის!

3. შეგიძლიათ მაღალსუქლიანი ფეხსაცმლით ყოველდღე იაროთ

ექიმები ანატომიაში კარგად ერკვევიან, შესაბამისად იციან ფეხისგულის რომელი წერტილი უნდა დაგიმასაჟონ ტკივილის გასაქრობად.

4. ის საინტერესოა!

ექიმი განათლებულია, ასე რომ თქვენთან სასაუბრო თემას ყოველთვის ნახავს. ესეც რომ არა, ექიმებისთვის ყოველი დღე თავგადასვალია, ისინი ეცნობიან ასობით ადამიანს, ისმენენ უამრავ ისტორიას, ხდებიან დაუვიწყარი მომენტების მონაწილეები.

5. ის გმირია!

ექიმის ხელში ადამიანის სიცოხლეა. ის მთელი შეგნებული ცხოვრება ხალხს ემსახურება. მისით იამაყებთ.

6. კარგი ანაზღაურება აქვს

კარგ ექიმს პაციენტები არ ელევა. კერძო საავადმყოფოები პროფესიონალებს კარგ ანაზღაურებას სთავაზობენ. ამას კერძო მიღებებიც ემატება. თუ ცხოვრებას ექიმს დაუკავშირებთ დიდი ალბათობით ღრმა სიბერემდე უზრუნველყოფილი იქნებით.

7. პატივს სცემენ

ყველა ქალი ოცნებობს წარმოსაჩენ მამაკაცს გაჰყვეს ცოლად. ექიმებს საოზგადოებაში პატივს სცემენ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS