18 ნოემბერი, 2015
პორნო-ეპიდემია "ფეისბუქზე" - რატომ ვრცელდება სოციალურ ქსელში ინტიმური კადრები
მიუხედავას ამისა, ექაუნთის გახსნისას მინიმუმ სამ ინტიმურ კადრს ვაწყდებით აზიურ ქვეყნებში პორნოს გაცილებით უფრო ხშირად უყურებენ, ვიდრე სექსუალურად დაკმაყოფილებულ დასავლეთში. ასე თუ ისე ინტერნეტი სავსეა პორნოსაიტებით. გასაკვირია, მაგრამ მათ რიგს ფეისბუქიც შეუერთდა.წესების თანახმად, სოციალურ ქსელებში უხამსობის გამავრცელებელი მომხმარებელი იბლოკება.

მიუხედავას ამისა, ექაუნთის გახსნისას მინიმუმ სამ ინტიმურ კადრს ვაწყდებით.

სანამ კიმ კარდაშიანის მამინაცვალმა უსექსობის შიშით სქესი შეიცვალა, ქართველი ასაკოვანი მამაკაცები და ქალები თავიანთ დაქვეითებულ ვნებას ვიდეორგოლების გავრცელებით იკმაყოფილებენ. უფროსების მხრიდან მსგავსი უპასუხისმგებლობა სერიოზულ პრობლემად შეიძლება გადაიქცეს.

პირველ
რიგში, იმიტომ რომ ფეისბუქის მომხმარებელთა დიდი ნაწილი არასრულწლოვანია. აღვირახნსილი შინაარსის ვიდეოები (მაგალითად, ჰომოსექსუალური კავშირები, ორგია, ძალადობა, ამორალური აქტები) მოზარდების ფსიქიკას აზიანებს.

მერე მეორე, სოციალური ქსელი ნელ-ნელა კარგავს თავის უპირველეს დანიშნულებას: კომუნიკაციის საშუალება გარდაიქმნება სექსის პროპაგანდის მექანიზმად.

,,99 ფრანკში" ბეგბედერი წერს, რომ უნებურად მსოფლიო პორნოს მაყურებელი ხდება. ვაფასებ მის წინასწარმეტყველურ ნიჭს, მწერლის სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით აგვიხდა. უჩარჩოო ინტერნეტი მორალის წითელ ხაზებს შლის... ამორალურობაში ათქვეფილი საზოგადოება ამაზრზენ ბრბოდ იქცევა.

მეგობრებში ხშირად ვხუმრობ ხოლმე, რომ სასქესო ორგანოს აყოლილი მამაკაცი/ქალი თავადაც ასო ხდება. სოციალურ ქსელებში სასქესო ორგანოთა შემოსევა, პორნო ეპიდემიაა!

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS