მამაკაცებს ალბათ ძალიან აინტერესებთ რა იწვევს მათ შორის მოუგვარებელ კონფლიქტს. სტატიაში გაეცნობით დაძაბულობის 4 მიზეზს:
1. დაუგეგმავი ვიზიტი
თქვენი ცოლი მთელი კვირა მუშაობდა. როგორ იქნა, დადგა პარასკევი საღამო, ის დაღლილი მოდის სახლში და უეცრად ბინის/სახლის წინ დედამთილის მანქანა ხვდება! თქვენს მეუღლეს დასვენება სურს ან გეგმები აქვს. დედათქვენის გამოჩენა კი ყველაფერს ცვლის!
გაფრთხლება: არასდროს წამოგცდეთ დედათქვენთან, რომ თქვენი
უთხარით დედას: ძალიან გვიხარია, როცა ჩვენთან სტუმრად მოდიხარ, მაგრამ უკეთესი იქნება თუ წინასწარ დაგვირეკავ. ვაი და სახლში არ დაგხვდეთ? შენს საყვარელ კერძსაც დაგახვედრებთ.
2. ოჯახური არდადეგები
თქვენს ცოლს სურს რომ ახალ წელს თქვენთან ერთად განმარტოვდეს/ თუ შვილები გყავთ, ოჯახურ გარემოში გაატაროთ. დედათქვენი კი მოითხოვს, რომ ახალ წელს მასთან ერთად შეხვდეთ. საბოლოო ჯამში ალბათ დედათქვენი თავისას გაიტანს და ერთ სამზარეულოში ორი ქალი აღმოჩნდება. მოდით, გამოვიცნობთ, თქვენ დედის გაკეთებული კერძი უფრო გემრიელად მიგაჩნიათ ვიდრე ცოლის? ნურასდროს აღნიშნავთ ამას!
უთხარით დედას: ჩემი ცოლი არაჩვეულებრივი მზარეულია, აღარაფერს ვამბობ შენს კულინარიულ ოსტატობაზე. მოდით, კერძები შუაზე გაიყავით!
3. შვილები
თქვენ და თქვენი ცოლი ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ შვილები ჯანსაღად გამოკვებოთ. ბებია სტუმრად მოდის, თან მოაქვს ტკბილეული და ბავშვებიც კამფეტების ,,მონსტრებად" იქცევიან!
არ თქვათ: დედა, თუ აპირებ რომ ტკბილეულით გახეთქო შვილიშვილები ჩემს ცოლს არ გააგებინო.
თქვით: დედა, მე და ჩემი ცოლი შევთანხმდით, რომ ბავშვებს ტკბილეულის ჭამას არ მივაჩვევთ.
4. კრიტიკა
მთელი სანათესაო შეიკრიბა, სწორედ ამიტომ თქვენმა ცოლმა დიდი დრო დაუთმო გამოპრანჭვას. დედამთილის ერთი მზერაც საკმარისია, რომ მას ხასიათი გაუფუჭდეს. დიდი ალბათობით დედათქვენი იტყვის, რომ არასდროს იკადრებდა ასეთი მოკლე კაბის ჩაცმას.
თქვით: დედა, ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ფანტასტკურად გამოიყურება!
რადა მახარაძე