17 ნოემბერი, 2015
როგორ უნდა გაუმკლავდეთ ცუდ ხასიათს - უნიკალური რჩევები
ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ უნიკალური არსებები ვართ, მაგრამ ცხოვრებაში ყოველთვის ხდება ის, რაც გვწამლავს ჩვენ და ჩვენს ახლობლებს.

1. გაღიზიანება

საცობში ყოფნისას გაღიზიანებული ყვირით. თუ შეკვეთის მოტანისას კურიერმა დააგვიანა, ვიღაცამ ფეხზე შემთხვევით დაგაბიჯათ ან ბავშვმა სკოლაში ორიანი მიიღო - ეს სამყაროს დასასრულად გეჩვენებათ.
როგორც წესი გაღიზიანებული ადამინები ძირითადად ემოციებს ვერ აკონტროლებენ. ეს კი გამოწვეულია რაიმე
სახის პრობლემით:

ფსიქოლოგიური - დეპრესია, სტრესი, გადაღლილობა, უძილობა, ტრავმული სიტუაციების გადატანა.

როგორ მოიქცეთ?

პირველ რიგში ჰკითხეთ საკუთარ თავს რატომ აკეთებთ ამას.
იქნებ დროა დასვენებაზე იფიქროთ და გამონახოთ დრო განტვირთვისთვის. შეუცვლელი არაფერია. უძილობას რაც შეეხება - აუცილებლად უნდა გამოიძინოთ.

ფიზიოლოგიური:

ჰორმონალური დარღვევები, ავიტამინოზი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, ეპილეფსია, დიაბეტი, ალცჰეიმერის დაავდება.

ავიტამინოზის შემთხვევაში საქმე გაცილებით მარტივია. უბრალოდ ეწვიეთ ექიმს და მიიღეთ დანიშნული ვიტამინები. რაც შეეხება ჰორმონალურ დარღვევებს, ამაზე ბევრ წიგნში წაიკითხავთ.

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა კი ყოველთვის აშკარა არ არის, უმჯობესია ენდოკრინოლოგს მიმართოთ.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი (7-8 საათი), სუფთა ჰაერზე გასერინება და გულახდილი საუბრებია ახლობლებთან, თუ რას გრძნობთ სინამდვილეში.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS