მთელი საქმიანი ცხოვრების განმავლობაში რაიმე სისულელე ან უსიამოვნო ფრაზა მაინც წამოგცდებათ უფროსთან, ადრე თუ გვიან ეს ყველას ელის. თუმცა ყველას სხვადასხვა სიმძიმის შედეგი მოჰყვება. ერთ-ერთმა უცხოურმა საიტმა იმ ფრაზების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც ყველაზე სახიფათოა.
1. „ოჰ!“
2. „მე ამაში არ მიხდიან“.
3. „გუშინ ისე გავერთეთ...“
4. „ინტერნეტში ჩემს მეგობრებში დაგიმატებთ“.
5. „ეს ხომ ისეთი მარტივია!“
6. „ეს არ შედის ჩემს მოვალეობებში“.
7. „ეს ჩემი პრობლემა არ არის“.
8. „ეს შეუძლებელია“.