17 ნოემბერი, 2015
ზოდიაქოს სამი გამორჩეული ნიშანი, რომლებიც ბედნიერებას მოგიტანენ
როგორც უკვე ცნობილია ზოდიაქოს ნიშანი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათსა და ბედისწერაზე. ნიშანს შეუძლია ადამიანს მიანიჭოს ბედნიერება და პირიქით, გააუბედუროს.

გაინტერესებთ არსებობენ თუ არა ჭეშმარიტად ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები? მეცნიერება გამოყოფს ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომლებსაც ბედნიერება მოაქვთ და ჰარმონიულ ცხოვრებას გპირდებათ.

3. მერწყული

ზოდიაქოს ეს ნიშანი სიაში შემთხვევით არ მოხვედრილა. მერწყული ცხოვრებას უდარდელად უყურებს, პრობლემები გულთან ახლოს არ მიაქვს და საკუთარი თავის სიამოვნებისკენ ისწრაფვის. ერთ ადგილზე მიჯაჭვულობა არ სჩვევია და არც საყვარელი ადამიანის არ ყოფნით იწყენენ,
მათ ხომ ირგვლივ ბევრი მეგობარი ჰყავთ.

სწორედ ამიტომ გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა სხვა ყველა ზოდიაქოს ნიშანთან შედარებით უფრო ძლიერი აქვს. მერწყული მრავალმხრივ გათვითცნობიერებული და ძალიან კომუნიკაბელურია. ის ყოველთვის გამოსადეგია და მარტო არასდროს რჩება. ყველა ამ თვისების ერთობლიობა მას ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ზოდიაქოს ნიშნად აქცევს.

2. ლომი

ალბათ არავის გაჰკვირვებია ლომის ყველაზე ბედნიერ ნიშანთა სიაში დანახვა. გამოსდით ყველაფერი რასაც ხელს მოჰკიდებენ. საკუთარ თავში დარწმუნებული, კმაყოფილი და მადლიერია. მათ ირგვლივ ყოველთვის უამრავი ადამიანი ტრიალებს, ვის ხარჯზეც თვითრეალიზებას ახერხებს, შეუძლია მათი მართვა და ამით დიდ კმაყოფილებას იღებს.

ლომი - ნამდვილი ესთეტი და გურმანია. აღმერთებს დახვეწილს, მდიდრულსა და ხარისხიანს, ამიტომ ცხოვრებაში ყოველთვის საუკეთესოსკენ ისწრაფვის. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანია.

1. ტყუპი

ყველაზე ბედნიერ ნიშნებს შორის პირველი ადგილი ტყუპს ერგო. ტყუპში გაერთიანებულია ლომის დახვეწილობა, სიცოცხლის სიყვარული და ავტორიტეტი, მერწულის უდარდელობა და კომინიკაბელურობა. გარდა ამ თვისებებისა, ტყუპს ახასიათებს ის, რაც სხვებს არ აქვთ - ეს შინაგანი თავისუფლების განცდაა. არ აწუხებთ კომპლექსები, არ ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ.

ტყუპები არიან ადამიანები, ვინც ცხოვრებაში ყველაფერი გამოსცადა და არჩევანი შეაჩერა იმაზე, რაც მას არაამქვეყნიურ ბედნიერებას ანიჭებს. ტყუპის 90% თავს აბსოლუტურად ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს და მზადაა ეს ბედნიერება სხვებსაც გაუზიაროს.

პენი ლეინი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ლილია
რა ბოღმიანი ხალხი ხართ? მე მყავს ზოდიაქოთი ტყუპი მეგობრები და ძალიან მაბედნიერებენ ისინი, უნაკლო ადამიანები არ არსებობენ, ეცადეთ ყოველთვის კარგი დაინახოთ ადამიანში, ცუდის დანახვა ყოველთვის ადვილია :) ... უბრალოდ შეხედეთ საკუთარ ტავს, რა ბოღმას ანთხევთ უბრალო რამეზე :) წარმომიდგენია თქვენისთანა ბოღმიანებთან ურთიერთობა, მით უმეტეს გვერდით ცხოვრება რა უბედურება იქნება ნებისმიერი ადამიანისათვის !
12:10 / 28-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
რა სისულელეა?! ტყუპები თვითონაც იტანჯებიან და სხვასაც ტანჯავენ!...თუ გაუვიდათ ხომ ,საერთოდ,ჩაგუდული მანიაკები არიან :DDD მერწყული ბიძინიე გვყვავს კიდო და ქე მოგვიტანა "ბედნიერება",მეხი დაგაყარეთ!:DDD
03:31 / 07-09-2017
გამოხმაურება / 0 /
გიგი
მე ვარ მერწყური
23:25 / 15-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ია
რა კარგია შვილი მყავს ტყუპები. სულ მიკვირს არასდროს არ დარდობს არაფერს, რაც ძალიან მიხარია, დარდიანი და უკმაყოფილო ჩემი თავიც მყოფნის( სასწორი ვარ)
18:38 / 06-05-2017
გამოხმაურება / 0 /
თამრიკო
თქვენ გაიხარეთ ვინც კარგები და დადებითები ხართ ტყუპებო, მე მაინც ვიტყოდი რომ გენეტიკაც"გეხმარებათ" კარგები რომ ხართ, ჩემი რძალიც ტყუპებია და ქვეყნად მასზე ბოღმიანი არავინ მეგულება, ყველაფრით უკმაყოფილოა, ყველას პირში ეცემა ცდილობს ყველას წაწინააღმდეგო დაუმტკიცოს, თავისი შვილიც კი არ მწონს ბავშვი ჯერ 7 წლისაა, ქმარი, სხვისი წარმატება შურს, მარტო თვითონ არის საუკეთესო და უმანკო. მის ცინიზმზე აღარაფერს ვამბობ. არაფერი გადაჭარბებული, პირიქით ლაითი ამბებია მასზე , ერთხელ მინდა გაღიმებული და ბედნიერი ვნახო :))))
00:40 / 23-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS