16 ნოემბერი, 2015
"როდესაც ვხედავ, რა ინფორმაცია ამოდის "ნიუსფიდზე", გული მისკდება" - გასაჭირი, რომელიც Facebook-ელებს აერთიანებს
უკვე დიდი ხანია, "ფეისბუქზე" ჩვენს ნიუსფიდში მხოლოდ ის ინფორმაცია აღარ მოდის, რომლის ნახვაც ჩვენ გვსურს. სხვადასხვა ჰაკერული მეთოდებით, ზოგიერთი ჩვენგანი, ჩვენი სურვილის საპირისპიროდ უკვე ასობით ჯგუფშია გაწევრიანებული, საიდანაც დღის განმავლობაში უამრავ შემაწუხებელ, ზოგ შემთხვევაში უხამსს, ბევრჯერ კი გამოგონილ და არასანდო ინფორმაციას ვღებულობთ.

იმის გამო, რომ ზემოთ აღნიშნული ჯგუფების რაოდენობა ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო იზრდება, "ფეისბუქელების" მოთმინებაც ამოიწურა და სულ უფრო ხშირად შეხვდებით სტატუსებს, რომლებშიც "ფეისბუქელები" უკმაყოფილებას გამოთქვავენ მათი სურვილის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა შემაწუხებელ ჯგუფებში
გაწევრიანების გამო. რამდენიმე მათგანმა AMBEBI.GE-ს ფეისბუქ-გვერდზეც მოგვწერა.

ზურა ბეჟანიშვილი: გწერთ, რომ გამოაქვეყნოთ ინსტრუქცია, როგორ დავაღწიოთ თავი ათას სულელურ ჯგუფს. რაღაც პერიოდში სასაცილო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა უკვე ძალიან შემაწუხებელია. მე ინგლისური კარგად ვიცი და დავქექე ინსტრუქციები და დავიხსენი თავი, მაგრამ ამით პრობლემა არ მთავრდება, დატოვებ ძველ ჯგუფებს - ახალში დაგამატებენ, და ეს გრძელდება გაუთავებლად...

ზოგიერთი მომხმარებელი ჩვენთან საუბარში წუხს იმის გამო, რომ ასეთი ჯგუფების აქტივობებისგან საკუთარ თავს კი იცავს, მაგრამ ვერ იცავს მოზარდებს, რომლებიც ჯგუფებისგან
ხშირ შემთხვევაში უხამს ინფორმაციას იღებს. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS