11 აგვისტო, 2013
როგორ მივიღოთ უსაფრთხო ნამზეური
მზისგან დამცავი კრემი პლაჟზე გასვლამდე უნდა წაისვათ - თანაბრად და გულმოდგინედ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სხეულის გამობურცულ ნაწილებს ზაფხულში ქალბატონები არა მარტო ფერადი და ჰაეროვანი სამოსით, არამედ ლამაზი ნამზეურითაც იწონებენ თავს. სპეციალისტები ყოველ წელს გვაფრთხილებენ, როგორ გავირუჯოთ ისე, რომ ლამაზი ფერი მივიღოთ და ჯანმრთელობასაც არ ვავნოთ.

უპირველეს ყოვლისა, შეარჩიეთ საკუთარი კანის ტიპის შესაბამისი მზისგან დამცავი საშუალებები. ნებისმიერ მათგანზე მითითებულია ციფრები: 2, 3, 10, 15, 20... ზოგჯერ 50-მდეც. ეს ციფრები მიუთითებს მზისგან დაცვის დონეზე, ანუ მათი მიხედვით შეგიძლიათ
განსაზღვროთ ჩვეულერივზე (კრემის გარეშე) რამდენად უფრო ხანგრძლივად შეგიძლიათ მზეზე გარუჯვა.

რაც უფრო თეთრია კანი და გარუჯვისას კი არ ყავისფერდება, არამედ წითლდება, მით უფრო მაღალი უნდა იყოს მზის დამცავ კრემზე მითითებული ციფრი. მზისგან დამცავი საშუალებები აუცილებლად სანდო ფირმებსა და მაღაზიებში შეიძინეთ. გაითვალისწინეთ, ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მაღალი დაცვის კოეფიციენტის მქონე კრემის მოქმედება 3-4 საათს გრძელდება, ამის შემდეგ კრემი ხელახლა უნდა წაისვათ.

მზისგან დამცავი კრემი პლაჟზე გასვლამდე უნდა წაისვათ - თანაბრად და გულმოდგინედ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სხეულის გამობურცულ ნაწილებს. კარგი იქნება, თუ ამაში ვინმე დაგეხმარებათ.

რაციონში აუცილებლად ჩართეთ კაროტინით მდიდანი პროდუქტები: სტაფილო, გარგარი. ასე რომ, პლაჟზე გასვლის წინ კარგი იქნება, თუ მზისგან დამცავ კრემთან ერთად, ერთ ჭიქა ხილის ან ბოსტნეულის წვენს დალევთ.

პლაჟზე „გონების დაკარგვამდე“ ნუ გაჩერდებით. საუკეთესო დროა დილით 12 საათამდე და საღამოს 16 საათის შემდეგ. პლაჟზე აუცილებლად დაიფარეთ შლაპა ან თავსაფარი, რომ მზეზე თმა არ დაგიზიანდეთ.

წყლიდან ამოსვლისას კარგად გაიმშრალეთ ტანი. წყლის წვეთები მზეზე ლინზებივით მოქმედებს. პლაჟიდან შინ დაბრუნების შემდეგ აუცილებლად ჩამოიბანეთ მზისგან დამცავი კრემის ნარჩენები და წყლის ბალანსის აღსადგენად კანზე დამატენიანებელი საშუალება წაისვით.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS