12 ნოემბერი, 2015
გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ჟოლოს ზეფირი
ჰაეროვანი ჟოლოს ზეფირი ნატურალურ და ხელმისაწვდომ ინგრედიენტებზე მზადდება. პროდუქტი მოეწონება როგორც პატარებს, ისე უფროსებს.

ინგრედიენტები:

- 300 გრ გაყინული ჟოლო ( შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ალუბლით);
- 15 გრ ჟელატინი;
- 3 სუფრის კოვზი წყალი;
- 3-4 სუფრის კოვზი შაქარი.

მომზადების წესი:

1. გახსენით ჟელატინი წყალში.

2. კენკრა მოათავსეთ მოსაშუშ ქვაბში და შეაცხელეთ ისე, რომ არ წამოდუღდეს. შემდეგ ჩამოიღეთ ქვაბი და მალინა საცერში გაატარეთ.

Rating

3. ჟოლოს პიურე დააბრუნეთ მოსაშუშ ქვაბში და ცეცხლზე შემოდგით. ურიეთ შეუსვენებლად, ცოტახანს ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით.

4. ჟოლოს დაუმატეთ ჟელატინი და
დაელოდეთ ვიდრე ბოლომდე არ გაიხსნება. შემდეგ გააგრილეთ.

Rating

5. ათქვიფეთ მიქსერის საშუალებით და ერთგვაროვან მასად აქციეთ.

Rating

6. ჰაეროვანი მუსი ფორმაში გადაიტანეთ და გაასწორეთ.

Rating

7. 8-10 საათის განმავლობაში მაცივარში შეინახეთ.

Rating

8. მზა ზეფირი შეგიძლიათ ნაჭრებად დაჭრათ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS