რამდენიმე წლის წინ აწგარდაცვლილი მსახიობი კოტე თოლორდავა და მისი ვაჟი მოხვდნენ ამ დაწესებულებაში, წითელას დიაგნოზით და მაშინაც დიდი ამბავი მოჰყვა განოს და კოტეს განცხადებებს
"ჩემი ახლობელი დააწვინეს ინფექციურ საავადმყოფოში და კომენტარები: "თუ ასეთი ცუდი იყო რას წვებოდა", "გადაიხადოს ფული და უკეთესში დაწვეს" და მსგავსი არ არის საჭირო, ანუ ახლობელის დაწოლის მიზეზები და ჯანმრთელობის მფგომარების განხილვის არ არის ეს თემა.
როდესაც გუშინ მაცნობეს, რომ დააწვინეს და ეს ამბავი გავიგე, ვიკითხე, რომ თუ შეიძლება მოვიდე და მოვინახულო. თანხმობის მიღების შემდეგ ვეცადე მიღების საათები დამედგინა, მაგრამ ამაზეც მივიღე მარტივი პასუხი, რომ როდესაც მოიცლი... ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ გავთამამდი და უკვე ის ვიკითხე, მეორე ადამიანს თუ შემოუშვებენ -მეთქი და ამაზეც დადებითი პასუხი მივიღე.
დღეს 19:30 წუთზე ((დრო მიახლოებითია)) მივადექით ამ დაწესებულებას. შენობის შესასვლელში დაცვის ჯიხურია, მეგონა მკითხავდნენ რამეს მაინც... მაგრამ მოშნად დაგვიკიდეს. არადა ინფექციურ საავადმყოფოში შესვლა და ვიზიტი ცოტა სხვანაირად წარმომედგინა - ჩამაცმევდნენ ხალათს, თავზე ქუდს, ხელთათმანებს, პირბადეს და რაღაც დროს დამიწესებდნენ. მიდიიი, შენც არ მომიკვდე. დაახლოებით 23:00 წუთი იყო, გამოვედით და კაციშვილს არ მოვუკითხივართ.
მაგრამ არც ამაზეა თემა.
წინასწარ ბოდიში და თუ მაინცდამაინც ან ახალნაჭამი გაქვთ საჭმელი, ან ფეხმძიმედ ბრძანდება ვინმე, ან სუსტი გული აქვს, თვითონ გადაწყვიტოს, ნახოს თუ არა, რასაც ქვემოთ დავდებ.
ვიმეორებ - თბილისის, დედაქალაქის, საქართველოს ე რ თ ა დ ე რ თ ი ი ნ ფ ე ქ ც ი უ რ ი საავადმყოფოს სეფსისი ცენტრის შენობაა ეს. ჯანმრთელი ადამიანი დაინფიცირდება აქ, არათუ დაინფიცირებული გამოჯანმრთელდება.
ეს არის ერთი პალატის მაგალითზე - და როგორც მითხრეს, ეს პალატა ყველაზე ნორმალურია მეტ-ნაკლებად ყველაფერი დალეწილი, ყველაფერი მოშლილი - სახელურები, ნათურები...
ასეთი ფარდები საუკუნის წინ ეკიდა პლაცკარტებში, იქ გარეცხილები მაინც ეკიდა. ნუ ამას თუ დაკიდება ჰქვია. გადასაფარებლებსა და ლინოლეუმზე არ მაქვს საუბარი. საუკენეც ვერ დავადგინე, იმ ხანისაა და სიბინძურის..." იხილეთ სრულად