პირველ ადგილზეა ფეხბურთის მსაჯის პროფესია
ბრაზილიის სადაზღვევო საზოგადოებამ დიდძალი სტატისტიკური მასალის დამუშავების შედეგად გამოაქვეყნა იმ პროფესიათა ჩამონათვალი, რომლებიც სიცოცხლისათვის შედარებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს. პირველ ადგილზეა
ფეხბურთის მსაჯის პროფესია. შემდეგ, საშიშროების შემცირების მიხედვით, მოდიან შემდეგი პროფესიები:
ტაქსის მძღოლი
ქორწინების აგენტი
სასამართლო აღმასრულებელი
პოლიციის კომისარი
მოკრივე
რეპორტიორი
კერძო დეტექტივი
რკინიგზის კონტროლიორი
ექიმბაში.
ჟურნალი „რეიტინგი“