1. ქეშად მხოლოდ 20-30 ლარი ატარეთ
რაც უფრო ცოტა გიდევთ საფულეში მით ნაკლებს ხარჯავთ. ხელმომჭირნეობა დადებითად აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. ნუ იჩქარებთ ბანკის ანგარიშიდან თანხის მოხსნას. ნუ დაგეზარებათ ყოველ ჯერზე ბანკომატიდან წვრილი ფულის გამოტანა.
2. ნუ ხარჯავთ ხურდას
ხურდის ,,განიავებისას" ვერ ხვდებით რეალურად რამდენს ხარჯავთ. როგორც
3. ისწავლეთ სურვილების კონტროლი
ვთქვათ, სახლში მიდიხართ. სწრაფი კვების ობიექტს ჩაუარეთ და შიმშილის გრძნობა გაგიმძაფრდათ. დაამარცხეთ წახემსების სურვილი, დადგენილია, რომ სწრაფი კვების ობიექტებში სადილი უფრო ძვირი ჯდება ვიდრე სახლში.
4. ყოველთვის გადაითვალეთ ხურდა
ტრანსპორტიდან ჩამოსვლამდე, მაღაზიის დატოვებამდე (ყოველთვის როცა ხურდას გიბრუნებენ) ფული გადაითვალეთ. გამყიდველი/მძღოლი ადამიანია და შეიძლება რამე შეეშალოს.
5. გადადეთ ფული ყოველი თვის ხელფასიდან
იცით, რომ ანგარიშზე 400 ლარი დაგერიცხებათ? გადადეთ 20-10 შავი დღისთვის. შეიძლება, შავი დღე არასდროს დადგეს, სამაგიეროდ ოცნების ასრულებისთვის ფული გექნებათ.
რადა მახარაძე