07 ნოემბერი, 2015
როგორია მორიელი ქალი სიყვარულში - ნიშნის ყველაზე ზუსტი აღწერა
ქალ მორიელზე საუკუნეების მანძილზე ლეგენდები დადის. მისი ეშინიათ და მუხლმოდრეკილი ეგებებიან.

ამ ქალს გადაჭარბებული მოთხოვნილებები აქვს და ყველას არ შესწევს ძალა მისი ვნებისა და ტემპერამენტის წინაშე არ გატყდეს. მათთან ინტიმური ურთიერთობის შენარჩუნება რთულია და მხოლოდ ერთეულებს ეგუებიან.

მისი გმირი - ძლიერი და გავლენიანი მამაკაცია, რომელიც მტერს ნებისმიერ შემთხვევაში დაამარცხებს. ის მისი დამცველი, მისი საყრდენი უნდა იყოს.

ქალი მორიელი - ჭკვიანი და გამჭრიახია. საწოლში საუკეთესო საყვარელია. ოჯახურ საკითხებში ბრძენია. პ
არტნიორზე მხოლოდ მაშინ ბრაზდება, როცა მის სურვილებს არ აკმაყოფილებს.

თუ თქვენი ცხოვრება საკმაოდ მოსაწყენია, გაკლიათ ძლიერი ემოციები, უჩვეულო განცდები ან დიდი ხანია არ გწვევიათ მუზა და ახალიგამოცდილება გჭირდებათ - ქალი მორიელი აუცილებლად უნდა გახდეს თქვენი ცხოვრების თანამგზავრი.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS