ამიტომაც შევკრიბეთ რამდენიმე ძალიან გამოსადეგი რჩევა, რომელიც საგრძნობლად გაგიმარტივებთ სამზარეულოში საქმიანობას.
რჩევები კერძების მზადებისას
1. როგორ გამოვაცალოთ ბოსტნეულს მარტივად გული

იმისათვის, რომ გოგრას, ყაბაყს, კიტრს მარტივად გამოვაცალოთ თესლები, გამოიყენეთ ნაყინის კოვზი. მისი ბასრი ნაპირები ძალისხმევის გარეშე გაასუფთავებს ბოსტნეულს. ასევე ამ კოვზით შეძლებთ ლამაზად გააფორმოთ კერძები.
2. როგორ მოვაცილოთ კერძს ზედმეტი ცხიმი
თუკი კერძში ზედმეტი ცხიმი მოგივი
3. მოეპყარით საკვების შესაფუთ ცელოფანს, როგორც შეფ-მზარეული
საკვების შესაფუთ ცელოფანი წამდაუწუმ გიფუჭდებათ და იხევა? შეინახეთ ის მაცივარში – ასე იქცევიან მსიოფლიოს ცნობილი მზარეულები. ცივი ცელოფანი მარტივი და მოსახერხებელი გამოსაყენებელია, არ ეკრობა საკვებს და არ იხევა ადვილად.
4. ციტრუსების მარტივად გაფცქვნა
რჩევა სპეციალურად მათთვის, ვისაც არ უყვარს ფორთოხლის, ლიმონის ან მანდარინის გაფცქვნა: მოათავსეთ ხილი მიკროტალღურ ღუმელში 20 წამი, რის შემდეგაც ნაყოფს ძალიან მარტივად მოცილდება კანი.
5. გაიმარტივეთ მოხარშული კვერცხის გაფცქვნა
დაუმატეთ სოდა ან ძმარი წყალში კვერცხის ხარშვისას. ორივე ნივთიერება შეაღწევს კვერცხის ნაჭუჭში და ის ადვილად მოცილედება ცილას.
6. როგორ გამოვწუროთ მეტი წვენი ციტრუსისგან

იმისათვის, რომ ლიმონისგან, ან ფორთოხლისგან მაქსიმალური წვენი მივიღოთ, ჯერ კარგად გააციეთ ხილი, შემდეგ მოათავსეთ 15-20 წამი მიკროტალღურ ღუმელში.
7. როგორ გავხეხოთ მარტივად რბილი ყველი
გახეხვამდე ყველი 30 წუთით საყინულეში მოათავსეთ. გამაგრებული ყველი არ მიეკრობა არც სახეხს და მეტად ფანტიაც გამოვა.
8. როგორ მოვიქცეთ, რომ არ ვიტიროთ ხახვის დაჭრისას?
იქამდე, სანამ ხახვის დაჭრას შეუდგებოდეთ, მოათავსეთ ის 30 წუთით საყინულეში. მაგრამ ეს მეთოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგადგებთ, თუკი მის მოხრაკვას ან მოხარშვას აპირებთ, რადგან ცოცხალ სალათებში ასე დაჭრილი ხახვის დამატება არ ღირს.
იხილეთ გაგრძელება