05 ნოემბერი, 2015
თანამედროვე ქალს გათხოვების სურვილი აღარ აქვს - მიზეზები საინტერესოა
თანამედროვე სამყაროში ქალებმა გათხოვების სურვილი დაკარგეს. ამ დასკვნამდე ამერიკელი მკვლევრები სოციალური კვლევის ჩატარების შემდეგ მივიდნენ. გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ ქალები 15 ქვეყნიდან.
ამერიკელი სპეციალისტების დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურმა ფაქტორებმა ტრადიციული ადამიანური ურთიერთობების სტერეოტიპები დაამსხვრია.

ბევრ ქვეყანაში კი მამაკაცი აღარ ითვლება ოჯახის მარჩენალი. მთელი ეს გლობალური და მენტალური ცვლილებები უარყოფითად აისახება ქორწინებებსა და ოჯახებზე. ამ ფონზე იკარგება ტრადიციული საქორწინო პრინციპები და ქალებს გათხოვება აღარ სურთ.

როგორც მკვლევრები წინასწარმეტყველებენ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რამდენადაც მსოფლიოში გენდერული ასიმილაცია
მიმდინარეობს. ქალების რაოდენობამ მამაკაცების რაოდენობას გადააჭარბა, ამასთან მარტოხელა ქალების რიცხვიც საგრძნობლად გაიზარდა.

როგორც სოციალური კვლევების შედეგებმა აჩვენა ქალების მხოლოდ 25 % მოიაზრება ხანგრძლივ ურთიერთობებში.

ვიდრე არსებობდა წესი, რომ ოჯახი მამაკაცს უნდა ერჩინა, ქალი კი სახლის საქმეებით უნდა ყოფილიყო დაკავებული - ოჯახური ბალანსიც მეტ-ნაკლებად ნარჩუნდებოდა. ხოლო დღეს ქალის შემოსავალი მამაკაცის შემოსავლის ოდენობას გაუთანაბრდა, ამიტომ თავის რჩენა მას უკვე დამოუკიდებლად შეუძლია. სწორედ ამან დასწია მამაკაცის როლი ოჯახში.

ამერიკელი მეცნიერები ადასტურებენ, რომ ქმრებზე მოთხოვნა დღითიდღე იკლებს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
აქ არა ხდება ეგ
ქმრებზე მოთხოვნა იკლებს???...მაგრამ არა საქართველოში.
12:26 / 07-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მართალია...
სამწუხაროდ ვეთანხმები საკუთარი გამოცდილებიდან...
02:40 / 06-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS