რიჩარდ ბრენსონი ერთ ღამეში მილიონერი არ გამხდარა და არც მადონა გამხდარა პოპ-მუსიკის დედოფალი ერთ დღეში.
თუმცა არსებობს გამოსავალი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ სიტუაციაში დაეხმარება. ადამიანების უმრავლესობამ კარგად იცის ეს ხერხი, მაგრამ რატომღაც არასდროს იყენებენ.
თუ ამ მარტივ ხერხს გაითვალისწინებთ, წარმატებაც არ დააყოვნებს. მას "ნახევარი საათის თეორია" ეწოდება. იდეა კი შემდეგია - ყოველდღიურად ნახევარი საათის განმავლობაში ასრულებთ მარტივ მოქმედებას, რომლის სრულყოფისთვის დროდადრო ართულებთ.
შესაძლოა
შეგიძლიათ ნახევარი საათი უცხოენის შესწავლას ან საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას დაუთმოთ. გაიღრმავეთ ცოდნა და გამოიყენეთ ყოველი დღის ნახევარი საათი ოცნებების ასახდენად.
"ნახევარი საათის" თეორიის დაწყებიდან ერთ წელში უკან მოიხედეთ და გაიხსენეთ საიდან დაიწყეთ.
მალე თქვენი წინსვლა გაგაოცებთ. გახსოვდეთ, თქვენ უკვე იმაზე მეტს აკეთებთ, ვიდრე სხვა დანარჩენი ადამიანები. იყავით მომთმენნი და იცოდეთ, რომ დიდ წარმატებას, მეტი დრო და მეტი წინ გადადგმული ნაბიჯი სჭირდება.
ანა ვერძაძე