03 ნოემბერი, 2015
ბადრიჯნის მომზადების ორიგინალური მეთოდი ბელა ალანიასგან
ქილებში, ჩემი წუხანდელი ღამის ნაშრომია შალვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია, როგორც ჩანს, კარგი დიასახლისია. ცოტა ხნის წინ ოჯახისთვის აჯიკა მოამზადა, რომლის რეცეპტიც ფეისბუქზე გაგვიზიარა. ამჯერად ბელა ალანია სოციალური ქსელის საშუალებით ბადრიჯნის მომზადების ორიგინალურ მეთოდს გვათავაზობს.

''ბავშვებს რომ აერევათ, ხოლმე დღე და ღამე, ასეა ჩემი საქმე. ამ ქილებში, ჩემი წუხანდელი ღამის ნაშრომია.  მინდა, თქვენც გაგიზიაროთ რეცეპტი. ძალიან გემრიელია. ერთი "პორციიდან" გამოდის 6 ლიტრი.

საჭირო მასალა:

10 კგ ბადრიჯანი.

2 კგ ბულგარული წიწაკა (
წითელი ფერის სჯობს).

1,5 ხახვი( წითელი თხელკანიანი).

ზეთი, სჯობს სოფლის- 1 ლ.

ძმარი, მაღაზიის- 0,5 ლ.

სუნელები: ყვითელი, უცხო, ქინძი- თითო არყის ჭიქა.

ნიორი 4 თავი, მოზრდილი.

ბროწეული 3 ცალი.

მომზადება:


შევწვათ ცალ-ცალკე ბადრიჯანი და ბულგარული. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, მოშუშვა არ უნდა. ხახვს დავასხათ ცხელი ზეთი-ძმრით, რომელსაც ავადუღებთ სუნელებთან ერთად. გავაჩეროთ მანამ, სანამ ხახვი არ "მოკვდება" , მერე ვამატებთ ბროწეულს, ყველაფერს ერთად ვურევთ და ქილებში ვტენით მჭიდროდ. სასურველია, მცირე მოცულობის ქილა იყოს.

მე ვდებ მაცივარში და ისე ვინახავ. გაზაფხულამდეც ინახება უსტერილიზაციოდ. გააკეთეთ და მიირთვით. ღმერთმა შეგარგოთ, თქვენი ბელა ალანია''.

Rating

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
მზია ლომაძე
ამ წელს აუცილებლად გავაკეთებ ამ რეცეპტს ვერასდროს ვერ მოვიცალე დარწმუნებული ვარ უგემრიელესი იქნება
01:38 / 14-06-2016
გამოხმაურება / 0 /
გადაყვანილია არამიანცის საავადმყოფოში
ეტყობა მაგ ბადრიჯანმა მოწამლა შალვა,არ იყო თურმე კაი მოხუფული
16:40 / 09-11-2015
გამოხმაურება / 0 /
იზაბელა
ყველაზე სასიამოვნო ქალბატონი,მიყვარხართ...
12:19 / 09-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
იმ შენს ქმარს მიხედე-ნაცებს და რუსთავი 2-ს რომ შეეკრა-სცხვენოდეს.
10:51 / 09-11-2015
გამოხმაურება / 0 /
??????????
Dzalian momtsonxart, pativs gtsemt da mikvirs sad tqven da sad shalva?
11:10 / 08-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS