03 ნოემბერი, 2015
ბადრიჯნის მომზადების ორიგინალური მეთოდი ბელა ალანიასგან
ქილებში, ჩემი წუხანდელი ღამის ნაშრომია შალვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია, როგორც ჩანს, კარგი დიასახლისია. ცოტა ხნის წინ ოჯახისთვის აჯიკა მოამზადა, რომლის რეცეპტიც ფეისბუქზე გაგვიზიარა. ამჯერად ბელა ალანია სოციალური ქსელის საშუალებით ბადრიჯნის მომზადების ორიგინალურ მეთოდს გვათავაზობს.

''ბავშვებს რომ აერევათ, ხოლმე დღე და ღამე, ასეა ჩემი საქმე. ამ ქილებში, ჩემი წუხანდელი ღამის ნაშრომია.  მინდა, თქვენც გაგიზიაროთ რეცეპტი. ძალიან გემრიელია. ერთი "პორციიდან" გამოდის 6 ლიტრი.

საჭირო მასალა:

10 კგ ბადრიჯანი.

2 კგ ბულგარული წიწაკა (
წითელი ფერის სჯობს).

1,5 ხახვი( წითელი თხელკანიანი).

ზეთი, სჯობს სოფლის- 1 ლ.

ძმარი, მაღაზიის- 0,5 ლ.

სუნელები: ყვითელი, უცხო, ქინძი- თითო არყის ჭიქა.

ნიორი 4 თავი, მოზრდილი.

ბროწეული 3 ცალი.

მომზადება:


შევწვათ ცალ-ცალკე ბადრიჯანი და ბულგარული. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, მოშუშვა არ უნდა. ხახვს დავასხათ ცხელი ზეთი-ძმრით, რომელსაც ავადუღებთ სუნელებთან ერთად. გავაჩეროთ მანამ, სანამ ხახვი არ "მოკვდება" , მერე ვამატებთ ბროწეულს, ყველაფერს ერთად ვურევთ და ქილებში ვტენით მჭიდროდ. სასურველია, მცირე მოცულობის ქილა იყოს.

მე ვდებ მაცივარში და ისე ვინახავ. გაზაფხულამდეც ინახება უსტერილიზაციოდ. გააკეთეთ და მიირთვით. ღმერთმა შეგარგოთ, თქვენი ბელა ალანია''.

Rating

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
მიკა
ძალიან კარგი კულინარი ყოფილხართ! ძალიან გემრიელია და ადვილი! მთავარია მოხუფვა და არაჯნმრთელი რამეები არ ჭირდება! მადლობა!
10:30 / 04-11-2015
გამოხმაურება / 0 /
სვეტა
ძალიან კარგი ადამიანი ჩანხართ,სასიამოვნო, სათნო.დადებითი პიროვნება....
00:29 / 04-11-2015
გამოხმაურება / 0 /
MARINA SAURI
ARACHVEULEBRIVI QALBATONI BRDZANDEBIT ,DIDI MADLOBA
23:57 / 03-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა დ.
ძალიან საყვარელი ქალბატონი ბრზანდებით. დიდი მადლობა!
17:37 / 03-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS