1. ემოციებს უფლება არ მივცემ მაკონტროლონ.
2. ყველაფერს მოეძებნება საწინააღმდეგო თვისება. ამიტომ განსჯისგან თავი ვიკავებ.
3. ისუნთქეთ ღრმად, მოერიდეთ ხმაურიან ადგილებს, სადაც ბევრი ხალხია ან მძიმე ჰაერია.
4. "ინ - იანის" ფილოსოფიით ვხელმძღვანელობ. დილემის წინაშე დგომისას, ყველაფერს კარგად ავწონ-დავწონი ("ინ"), არჩევანის გაკეთებისას კი ჩემს გადაწყვეტილებას მტკიცედ ვიცავ ("იანი").
5. ვიდრე გარემოებებში გავერკვევი, ჯერ მორგებას ვცდილობ.
6. ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო და შედეგზე
7. ზღვარგადასულობას გავურბივარ და ყველაფერში ოქროს შუალედს ვეძებ.
8. არ ვივიწყებ, რომ ჩემი მთავარი მიზანი - წინსვა და სრულყოფილებაა.
9. ვიდრე მოქმედებას დავიწყებ, ენერგიის შეთავსებას ვაკვირდები. აუჩქარებლად ვფიქრობ, რა შემიძლია.
10. ზეციურ ძალას ვემორჩილები და ვიღებ, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
11. ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდესა და მობილიზებას ვინარჩუნებ.
12. ყველაფერს თავისი დრო აქვს - საკუთარ თავში მოთმინებას ვეძებ, ლოდინი ხომ ხელოვნებაა.
13. ჩემს ადგილს ვიკავებ და ნებისმიერ სიტუაციაში თავმდაბლობის გამოჩენაზე ვვარჯიშობ.
14. ჩემს თითოეულ სიტყვას ვუკვირდები.
15. მხცოვან ადამიანებთან მიდგომას ვცვლი. დავეხმარო ჩემზე უფროსს, ეს კეთილი საქმის კეთებას არ ნიშნავს.
ეს უბრალოდ ადამიანური მოპყრობაა.
16. მეგობრების არჩევისას სიფრთხილეს ვიჩენ.
17. მოთხოვნილებებს ვსაზღვრავ და ვკმაყოფილდები იმით, რაც მაქვს. გაუმაძღრობა თავს გვაკარგვინებს და ჰარმონიის განცდას გვავიწყებს.
18. ვცდილობ ცხოვრება გავიმარტივო და გასართობს ფრთხილად ვირჩევ. წიგნს ვკითხულობ - არა იმიტომ, რომ მეზობელს მოსწონს, უბრალოდ ვცდილობ 1 დღე ტელევიზორისა და ტელეფონის გარეშე გავატარო.
19. ყურადღებას არასდროს ვადუნებ. მაგრამ ყურადღებით დაკვირვება განსჯას არ ნიშნავს.
20. ვაღმერთებ და ვუფრთხილდები ჩემს სხეულს. სადილს ყოველთვის ვესწრები და კომპიუტერთან არ მივირთმევ.
ანა ვერძაძე