02 ნოემბერი, 2015
20 რამ რასაც სიბერეში ძალიან ინანებთ - აუცილებლად წაიკითხეთ და გაუზიარეთ მეგობრებს
ადამიანები ყოველდღიურად იღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორ აისახება ეს გადაწყვეტილებები მომავალზე და შესაძლოა სანანებელიც გაუხდეთ.

1. აუცილებლად ინანებთ იმ დაკარგულ დროს, რომელიც ტელევიზორის, დაუსრულებელი სერიალებისა და გადაცემების ყურებაში გაატარეთ.

2. ინანებთ, რომ სოციალური ქსელი თქვენი ცხოვრების მთავარ პრიორიტეტად აქციეთ.

3. ინანებთ, რომ არ იცხოვრეთ ჯანსაღი წესით და მავნე ჩვევებს კონტროლის უფლება მიეცით.

4. ინანებთ, რომ მთელი ცხოვრება ჩქარობდით და მოუსვენრობაში გაატარეთ, სამყაროს რეალური სილამაზით ტკბობა კი ვერ მოახერხეთ.

5. ინანებთ, რომ ნაკლებად ირწმუნეთ საკუთ
არი თავის და არ იბრძოლეთ მეტი წინსვლისთვის.

6. აუცილებლად ინანებთ, რომ ხშირად არ ესწრებოდით მზის ჩასვლასა თუ ამოსვლას, რადგან გამუდმებით საქმეებით იყავით დაკავებული.

7. ინანებთ, რომ ზედმეტად დაძაბული, სერიოზულები იყავით და საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს ემორჩილებოდით.

8. ინანებთ, რომ ძალიან მალე გაიზარდეთ და თავს უფლებას არ აძლევდით, თუნდაც 40 წლის ასაკში ხანდახან ბავშვივით მოქცეულიყავით.

9. ინანებთ, რომ ნაკლებ დროს ატარებდით და სათანადოდ ვერ აფასებდით მეგობრებს.

10. ინანებთ, რომ ზედმეტად ბუტია, ბრაზიანი, შურისმაძიებელი და ეჭვიანი იყავით.

11. ინანებთ, რომ ნაკლები დრო დაუთმეთ ოჯახს, მშობლებს, შვილებს, ნათესავებს. ხშირად უწყრებოდით მათ. იშვიათად ესიყვარულებოდით და არ ეუბნებოდით, თუ რამდენად ძვირფასები არიან ისინი შენთვის.

12. ინანებთ, რომ ცოტას იცინოდით, ნაკლებად ერთობოდით და გიხაროდათ.

13. თქვენ აუცილებლად ინანებთ, რომ ზედმეტად მტკივნეულად აღიქვამდით სხვების ქმედებასა და სიტყვებს.

14. ინანებთ, თუ არ ესწრაფვით წარმატებისკენ და დაივიწყებთ ბავშვობის ოცნებებს.

15. ინანებთ, რომ ნაკლებად მოგზაურობდით და ვერ მოახერხეთ ამ სამყაროს შეცნობა.

16. ინანებთ, რომ ზედმეტად გაუბედავი იყავით.

17. ინანებთ, რომ სათანადოდ არ აფასებდით საკუთარ თავს.

18. ინანებთ, თუ არ მიიღებთ სამყაროს გამოწვევას და რაიმე სახის სიგიჟეს არ ჩაიდენთ. არ იბრძოლეთ, დანებდით და დადუმება არჩიეთ.

19. ინანებთ, რომ მატერიალური საგნები გაბრმავებდათ და მთელი ცხოვრება და ჯანმრთელობა მოდურ ბრენდებს შეალიეთ.

20. ინანებთ, რომ მთავარი სათქმელი ჯერ კიდევ არ გითქვამთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS