01 ნოემბერი, 2015
კონფუცის 9 ცხოვრებისეული გაკვეთილი - "არაფერია ცუდი იმაში თუ შეცდომა დაუშვით"
1. უბრალოდ განაგრძეთ სვლა - "არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ნელა მიიწევთ წინ, იქამდე - ვიდრე არ შეჩერდებით." წარმატებულია ადამიანი, ვინც საკუთარი იდეის ერთგული რჩება ბოლომდე და გარემოებების მიუხედავად მიზნისკენ ისწრაფვის.

2. მეგობრებს დიდი მნიშვნელობა აქვს - "არასდროს იმეგობროთ მათთან, ვინც თქვენზე უკეთესი არაფრითაა". გარს შემოიკრიბეთ ადამიანები, ვის გულშიც ცეცხლი გიზგიზებს.

3. კარგისთვის საფასურს იხდიან -
" მარტივია გძულდეს, გიყვარდეს - რთული. ცხოვრებაში ბევრი რამ სწორედ ამაზეა დამოკიდებული. კარგის მიღება ყოველთვის რთულია. ცუდის კი მარტივი."

4. ჯერ პირადი ხელსაწოები მოამზადეთ
- "ცხოვრებისეული მოლოდინები ენთუზიაზმსა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული. ხელოსანს სამუშაოს შესასრულებლად პირველრიგში ხელსაწყოები სჭირდება".

5. არაფერია ცუდი იმაში თუ შეცდომა დაუშვით
- შეცდომების დაშვება დიდი დანაშაული არ არის და ნუ მისცემთ ნეგატივს უფლებას თვენი ფიქრები მოიცვას. ამაში ცუდი არაფერია. იზეიმეთ თქვენი შეცდომები.

6. დაფიქრდით შედეგებზე -
"როცა ბრაზობ, შედეგზე იფიქრე". სოლომონს უთქვამს: " მომთმენი ადამიანი მამაცზე უკეთესია, ხოლო ვისაც საკუთარი თავის კონტროლი შეუძლია ქალაქის დამპყრობელზე უკეთესი".

7. შეიტანეთ შესწორებები
- " თუ აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, ნუ შეცვლით მიზანს, შეცვალეთ მოქმედების ტაქტი".

8. ნებისმიერი ადამიანისგან შეიძლება ისწავლო -
"თუ ორ სხვა ადამიანთან ერთად მივდივარ, თითოეული მათგანი ჩემი მასწავლებლის როლში იქნება. მე ერთ-ერთი მათგანის კარგი თვისებების იმიტაციას გავაკეთებ და გამოვასწორებ ჩემში მეორე ადამიანის შეცდომებს".

9. ყველაფერი ან არაფერი - "რასაც არ უნდა აკეთებდეთ ცხოვრებაში, გააკეთეთ მთელი გულით". თუ წარმატების მიღწევა გსურთ, თქვენი შესაძლობების მაქსიმუმი გაეცით და მაშინ არაფერს ინანებთ.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS