სიყვარული, ქორწინება: მათ შორის შეიძლება წარმოიშვას მოულოდნელი ვნება, მაგრამ ეს ცეცხლი დიდხანს არ იგიზგიზებს. მათი ხასიათები მეტისმეტად არამსგავსია - ბევრია კარდინალური სხვაობა მათ შორის. კირჩხიბი, რომელიც დიდად აფასებს ერთგულებას, გამუდმებით ეჭვიანობს თამაშის მოყვარულ ვერძზე. ვერძს დიდად არ უყვარს სახლში ყოფნა, კირჩხიბი კი თავს კარგად გრძნობს მშობლიურ კედლებში. ხანგრძლივი ურთიერთობების აწყობა გაუჭირდებათ.
მეგობრობა, პარტნიორობა: სხვადასხვანაირად აზროვნებენ, ამიტომ მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიჩენს.
სექსი: კირჩხიბი
კირჩხიბი - კურო
სიყვარული, ქორწინება: მათ შეუძლიათ, იდეალური წყვილი გახდნენ. ორივეს უყვარს შინაური გარემო და აფასებს სიმშვიდეს. კუროს სურს, რომ ბოლომდე მისი ერთგულნი იყვნენ, კირჩხიბს კი არც აგონდება გვერდზე გახედვა. მყარი ურთიერთობები ბედნიერი ოჯახის საწინდარი იქნება.
სექსი: ერთგული და დიდსულოვანი კურო ნამდვილი ავლადიდებაა კირჩხიბისთვის. მას შეუძლია კირჩხიბის დამშვიდება, დახმარება. ინტიმურ სფეროშიც ერთმანეთს სიფრთხილით ეკიდებიან, რაც მათ კავშირს კიდევ უფრო ამყარებს.
კირჩხიბი - ტყუპები
სიყვარული, ქორწინება: კირჩხიბები იოლად ხვდებიან ტყუპების მიერ გახლართულ სასიყვარულო ხაფანგში. თუმცა სიყვარული, რომელსაც პრაქტიკულად არაფერი ამყარებს, მალე გაივლის. კირჩხიბი დიდხანს ვერ აიტანს ტყუპების თავისუფლებისმოყვარეობას. კირჩხიბს ეს ურთიერთობები უსიამოვნებებს მოუტანს და კავშირი მალე დაირღვევა.
სექსი: კირჩხიბი შეიძლება აჰყვეს თამაშს ონავარ ტყუპებთან ერთად, კარგ დროსაც გაატარებენ და ლამაზი ღამეები ექნებათ. მაგრამ ერთად ცხოვრება ნაკლებად გამოუვათ.
კირჩხიბი - კირჩხიბი
სიყვარული, ქორწინება: კირჩხიბებს სურთ თავიანთ პარტნიორებზე ზრუნვა, მათი განებივრება. იმავდროულად სწყურიათ ყურადღება საკუთარი სულიერი განცდებისადმი. ორივე კირჩხიბი დაუწყებს ლოდინს პარტნიორის მხარდაჭერასა და ყურადღებას, თუმცა შეიძლება ვერ ეღირსოს. შედეგად, თითოეული თავისი პრობლემების გადაჭრით იქნება დაკავებული. თუ ამ წინააღმდეგობას გადალახავენ, იდეალურ წყვილად გადაიქცევიან.
სექსი: ამ სფეროში სავსებით უგებენ ერთმანეთს. მათ წინაშე გრძნობების ოკეანე გაიხსნება, რომელსაც სიამოვნებით დაეწაფებიან.
კირჩხიბი - ლომი
სიყვარული, ქორწინება: მერყევ კირჩხიბს, რომელსაც ხშირად ეცვლება გუნება-განწყობილება, არგებს ძლიერ და ხალისიან ლომთან ურთიერთობა. კირჩხიბს შეუძლია შესანიშნავი ურთიერთობები ააწყოს საკუთარ თავში შეყვარებულ ლომთან, კირჩხიბის ერთ-ერთი თავისებურება ხომ არის მისწრაფება, პარტნიორს ასიამოვნოს და ყველაფრით მოაწონოს თავი. ერთი სიტყვით, ლომი და კირჩხიბი შესანიშნავ კავშირს ქმნიან, ხანგრძლივი ურთიერთობების პერსპექტივით.
სექსი: ერთად მგზნებარე რომანის განცდა მოუწევთ. მზე და მთვარე, ერთმანეთის არამსგავსნი, სხვადასხვაგვარად აზროვნებენ, მაგრამ ერთმანეთს ავსებენ. თანაც, ორივე განუმეორებელი სპეციალისტია ალერსის საკითხში.
კირჩხიბი - ქალწული
სიყვარული, ქორწინება: ერთიანობაში ამ ტანდემისთვის დადებითი პროგნოზია. ცეცხლოვანი, ემოციური კირჩხიბი ავსებს ცივ, ანგარებიან ქალწულს. შესაძლოა, მათი ურთიერთობების გრადუსი საშუალოზე მაღლა არ ავიდეს, მაგრამ მათ ქორწინებას სითბო და სინაზე არ მოაკლდება.
სექსი: კირჩხიბზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალწულის ჭკუა. მათ სერიოზული ურთიერთობები იზიდავთ მხოლოდ. სექსში ნაკლები გზნება და ცეცხლი აქვთ.
კირჩხიბი - სასწორი
სიყვარული, ქორწინება: სასწორებს სულიერი და ინტელექტუალური სიახლოვე სჭირდებათ, კირჩხიბები კი ემოციებსა და ვნებებს ეძებენ. კირჩხიბი მეტისმეტად ტემპერამენტიანია სასწორებთან შედარებით. სხვადასხვანაირად უდგებიან დასვენებასაც. სასწორებს უყვართ საზოგადოებაში ყოფნა, მხიარულება, კირჩხიბები კი აჯობინებენ, დრო თავიანთ სახლში გაატარონ. ამ სხვაობების გამო მათ გაუჭირდებათ მყარი სასიყვარულო ურთიერთობების აგება.
სექსი: მომაჯადოებელ და გამომგონებელ სასწორებს კარგად ესმით კირჩხიბის ემოციური ბუნება. როგორც სექსუალური პარტნიორები სავსებით აკმაყოფილებენ ერთმანეთს.
კირჩხიბი - მორიელი
სიყვარული, ქორწინება: კირჩხიბი ერთგულია, ამიტომ შეუძლია დამშვიდდეს და თავისი ეჭვიანობა დაივიწყოს. კირჩხიბი იოლად ექცევა ძლიერი მორიელის დამოკიდებულებაში, ის კი თავის მხრივ, პარტნიორის მზრუნველობითა და სინაზით ტკბება. მათ შეიძლება ძალიან ღრმა გრძნობები აკავშირებდეთ. არსებული წინააღმდეგობრიობების მიუხედავად, კირჩხიბები და მორიელები ბედნიერ ოჯახებს ქმნიან.
სექსი: ყველაფერი იმ მომენტში წყდება, როცა ერთმანეთს პირველად შეხედავენ დაჟინებით. ან მაშინვე ჩნდება ნაპერწკალი, ან არაფერი არ იქნება. კირჩხიბი მხოლოდ მისთვის ცნობილი მეთოდით ახერხებს ფეთქებადი მორიელის დაწყნარებას. ლოგინშიც მოაჯადოებს თავის უნდობ პარტნიორს. ამ ორ ადამიანს შორის რაღაც მაგიური კავშირი ჩნდება, რომელიც რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება.
კირჩხიბი - მშვილდოსანი
სიყვარული, ქორწინება: კირჩხიბისთვის საინტერესო იქნება მშვილდოსანთან, მაგრამ ამ ურთიერთობებში ვერ იპოვის მთავარს - დაცულობასა და სიმშვიდეს. მშვილდოსანს უყვარს გართობა და მოგზაურობა, კირჩხიბი კი ამჯობინებს წყნარ, მშვიდ დასვენებას. კირჩხიბს გამუდმებით მოუწევს ეჭვიანობის შეგრძნება. ხანმოკლე რომანი შეიძლება მშვენიერი იყოს, მაგრამ ხანგრძლივი, სტაბილური ურთიერთობების აწყობა გაუჭირდებათ.
სექსი: მშვილდოსანში თავგადასავლებისკენ სწრაფვა და თავისუფალი სული ჭარბობს, ეს კი ძალიან შორს არის კირჩხიბისგან. მშვილდოსანი ძალიან შორს იდეალური პარტნიორის კირჩხიბისეული გაგებისგან. კირჩხიბის რომანტიკა მშვილდოსანს მალე მობეზრდება და მათ შორის გამუდმებით დაძაბული ურთიერთობა იქნება.
კირჩხიბი - თხის რქა
სიყვარული, ქორწინება: საპირისპირო ნიშნები არიან, მათ შორის მაგნიტური მიზიდულობა ჩნდება. ხასიათების არამსგავსებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მათ ხანგრძლივ ურთიერთობებს. თხის რქა კირჩხიბს მეტისმეტად ცივი და პირქუში ეჩვენება. პარტნიორისგან ვერ მიიღებს იმ ყურადღებას, რაც სჭირდება. თუმცაღა თხის რქის გვერდით თავს დაცულად იგრძნობს. ამ წყვილის მომავალი მათ მიერ განცდილი გრძნობების ძალაზე იქნება დამოკიდებული.
სექსი: სექსუალურ საკითხში სავსებით აკმაყოფილებენ ერთმანეთს.
კირჩხიბი - მერწყული
სიყვარული, ქორწინება: მერწყული კირჩხიბს გულგრილი და უდარდელი ეჩვენება. კირჩხიბს სურს ყოველთვის საყვარელი ადამიანის გვერდით იყოს, მერწყულს კი ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ხუთავს. ქორწინების ალბათობა ძალიან მცირეა.
სექსი: როგორც წესი, ამ წყვილს მხოლოდ შესანიშნავი სექსი აკავშირებს, მეტი არაფერი. სანამ კირჩხიბი ოჯახურ ურთიერთობებს ახსენებს, მერწყული მასთან თავს კარგად იგრძნობს, მაგრამ კირჩხიბთან ოჯახის შექმნის პერსპექტივით ვერ მოიხიბლება.
კირჩხიბი - თევზები
სიყვარული, ქორწინება: შეიძლება ითქვას, რომ ეს იდეალური წყვილია. მათი ურთიერთობები ნაზი და სათუთია. თევზები ზარმაცები არიან, მაგრამ იდეებით სავსენი, კირჩხიბები კი შრომისუნარიანები არიან და მზად მყოფნი, თავიანთი პარტნიორების ჩანაფიქრები განახორციელონ. ტანდემში ბევრს მიაღწევენ. მათ ხანგრძლივი და საოცრად ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ელით.
სექსი: შესანიშნავი ინტიმური ურთიერთობები კიდევ მეტად აახლოვებს მათ. ეს არის ორი მეოცნების შეხვედრა, მით უმეტეს, რომ თევზები ალერსის ოსტატები არიან და კირჩხიბებს ამით გაანებივრებენ.
კესო ლაღიძე