31 ოქტომბერი, 2015
5 საუკეთესო ეროტიკული ფილმი ოჯახური წყვილისთვის
გთავაზობთ საუკეთესო ეროტიკული ფილმების ნაკრებს, რომლებიც დაგეხმარებათ მეუღლესთან სასურველი გრძნობების გამოხატვაში.
ეს ფილმები საინტერესო სიუჟეტებითა და ლამაზი ინტიმური სცენებით გამოირჩევა. შეგიძლიათ გამოიყენოთ და გაიმრავალფეროვნოთ სექსუალური ცხოვრება.

1. "ძირითადი ინსტიქტი" – 1992 წელი

თავის დროზე ამ ფილმმა დიდი ხმაური გამოიწვია, თუმცა დღემდე სასიამოვნო საყურებელია ახალგაზრდა და ლამაზი მაიკლ დუგლასისა და შერონ სთოუნის თამაშის ყურება. როგორ ვითარდება მათი გიჟური რომანი, ღიად ნაჩვენებ ინტიმურ სცენებთან ერთად.

2. "მწარე მთვარე"- 1992 წელი

აქ არამარტო ეროტიკას, არამედ რეჟისორის საინტერესო ხედვას გაეცნობით. ასევე
საინტერესოა ბერძენი კომპოზიტორის მუსიკა. ფილმი ახალგაზრდა გოგონასა და ზრდასრულ მამაკაცზეა, რომლებიც სავსე არიან ვნებით, სიძულვილითა და უცნაური ქცევებით.

3. "შოუ გოგონა" – 1995 წელი

ფილმი არამარტო სასიამოვნო სანახავია, არამედ დაგაფიქრებთ, რა შეუძლია ადამიანს წარმატებისა და დიდებისთვის და რამდენად ბედნიერები არიან შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები.

4. "ცდუნება" – 2001 წელი

ფილმის სიუჟეტში შერწყმულია სიყვარული, სიძულვილი, ვნება, სექსი, სიგიჟე და ტყუილი. მთავარ როლებს ასრულებენ - ანჯელინა ჯოლი და ანტონიო ბანდერასი.

5. "მომკალი ნაზად" - 2002 წელი

ფილმი მოულოდნელობებითაა სავსე. მთავარი გმირი საყვარელ მამაკაცთან ერთად საკმაოდ სტაბილური ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ მოულოდნელად ვნებიან, სიმპატიურ მამაკაცში გაცვლის და ცოლად მიჰყვება.მათი ინტიმური ცხოვრება სექსუალური ექსპერიმენტებითაა სავსე, მაგრამ ქალი ყოველდღიურად რწმუნდება, რომ სინამდვილეში ის მანიაკია.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS