- საღამო, ვახშამი და ყველაფერი ისე, როგორც ყოველთვის.
- ღამე. ის საძინებელში ჩაიკეტა... ალბათ ძალიან დაიღალა, დივანზე მარტომ გამოვიძინე.
- დილით ის აღარ იყო და აღარც საუზმე იყო... ალბათ ეჩქარებოდა.
- დღე... ოფისი.
- საღამო... ის ისევ არ არის. ალბათ სამსახურში, ბევრი სამუშაოს გამო შეყოვნდა..
- ღამე... დილა... ის არ მოვიდა, ალბათ დედასთან წავიდა. მომენატრა...
- ერთი კვირა გავიდა.
-
- ორი კვირა. ტელეფონი ისევ გამორთული აქვს, ალბათ დაუჯდა ან მოწყობილობა გადაიწვა.
- ერთი თვე. ავტობუსით მივდიოდი და ბიჭთან ერთად შევნიშნე. ალბათ მეგობარი ან უცნობი ძმაა.
- ორი თვე გავიდა. სოციალურ ქსელში მისი ახალი სტატუსი "დანიშნული" ვნახე... ალბათ ჩემთან... რატომ არ მითხრა? ალბათ სიურპრიზია..
- სამი თვე.. სტატუსი "გათხოვილი". ავტორიზაციის მოთხოვნას ვუგზავნი, მაგრამ უარი მომივიდა; ეს სახუმარო აღარ არის.. უნდა ვიმოქმედო.. ალბათ გაიგო...
ანა ვერძაძე