29 ოქტომბერი, 2015
9 მიზეზი, რატომ არის თხის რქა საუკეთესო პიროვნება
სწორედ თხის რქებს ახასიათებთ ის საუკეთესო თვისებები, რაც მათ უმნიშვნელოვანეს პიროვნებებად აქცევს თქვენს ცხოვრებაში.

1. პუნქტუალურები

თხის რქამ დროის ფასი კარგად იცის და განსაკუთრებით უფრთხილდება დიდ ქალაქში. უსამართლობაა თუ მის ამ თვისებას ვერ აფასებთ.

2. შრომისმოყვარე

ნებისმიერ დროს ამტკიცებენ, რომ მაქსიმუმის გაკეთება შეუძლიათ. უმნიშვნელო საქმეებსაც კი მთელი ძალისხმევით უდგება და საკუთესო გამოსავალს პოულობს.

3. ლოგიკურად მოაზროვნეა

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს ყოველთვის ლოგიკას იშველიებს და ძალიან ორგანიზებულია. დასახულ მიზანს, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად შეასრულებს.. .

4. ამბიციური

აღმერთებენ
ახალი მიღწევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესს. ძალიან ამბიციურები, არიან თუმცა წარმატების მიღწევაში სხვებსაც სიამოვნებით ეხმარებიან. ეს მათ საუკეთესო მშობლებად აყალიბებს.

5. ფულს სწორად წარმართავენ

უყვართ მაღალტექნოლოგიური ნივთები. თუმცა უსარგებლო ნივთში ფულს არასდროს დახარჯავს. იცის დახარჯვა როდის არის მომგებიანი და როდისაა საჭირო მისი ეკონომია.

6. პატიოსანი

ხანდახან თავხედია, თუმცა ყოველთვის პატიოსანი. არასდროს მოგატყუებთ და სიმართლეს ყოველგვარი შელამაზების გარეშე გეტყვით. არასასიამოვნო სიმართლეს კი თავაზიანად გეტყვით და ამით თქვენს გრძნობებს გაუფრთხილდება.

7. მომთმენი

ეს თვისება თხის რქის საუკეთესო უნარია. ეს ყველაზე მომთმენი ნიშანია. მათი მოთმინება სხვებისთვის დიდი ერთგულების ნიშანია.

8. ერთგული მეგობარი

პირველი შეხვედრისას შესაძლოა უკარება და ცივი მოგეჩვენოთ. სინამდვილეში მას დრო სჭირდება, რათა ურთიერთობისას სითბო გაგრძნობინოთ. დახმარებას ნებისმიერ დროს აღმოგიჩენთ. თხის რქის გვერდით ყოველთვის მისი ყურადღების ცენტრში იქნებით.

9. აფასებს ოჯახს

მისთვის ოჯახი იმ ადამიანთა ერთობლიობაა, ვისაც უყვარს და მხარს უჭერს მას. სანაცვლოდ კი ნებისმიერ მათგანს შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს.
თუ ხედავს, რომ მისთვის ახლო ადამიანს დახმარება სჭირდება, პირად ამბიციებს გვერდზე გადადებს და მის გვერდით იქნება.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS