ფსიქოლოგები კი აღნიშნავენ, რომ ამა თუ იმ გზის ვირტუალურმა არჩევანმა ადამიანზე ბევრი რამ შეიძლება გვამცნოს. გთავაზობთ, თავად დარწმუნდეთ ამ დაკვირვებაში.
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი გზა.
1. საავტომობილო გზა
თქვენ მარტივ და მოსახერხებელ ცხოვრების გზას ირჩევთ. გზა გახაზულია, წესები ყველასათვის ცნობილი, ამიტომაც თავდაჯერებული ხართ. ამასთან, თქვენამდე ეს გზა
2. ცუდი გზა
პირველი გამკვალავნი - უშიშარი და მამაცი ხალხია. თქვენ მათ შორის ხართ. სწორედ თქვენ შეგიძლიათ, აღმოაჩინოთ ახალი გზები და თან ხალხიც გაიყოლიოთ. გაიხსენებენ თუ არა სიკეთეს, ამას თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია - მიზანი, რომლისკენაც დამაჯერებელი ნაბიჯებით მიიწევთ წინ. სირთულეები გამოცდილებას გმატებთ და თუ არავინ გამოგყვებათ, ეს არაფერს დააკლებს წინსვლისა და ახალი სიმაღლეების დაპყრობის სურვილსა და ჟინს.
თქვენი ცხოვრება თავგადასავლების კალეიდოსკოპია. თქვენ თავად პოულობთ გზას და თავად ლახავთ წინააღმდეგობებს. საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ და ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობთ გამოსავალს. თუმცა, გარშემომყოფნი ხშირად ვერ ხვდებიან, თუ რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი.
3. ლიანდაგი
ერთი მხრივ, ეს გზა აუცილებლად მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ ამავე დროს, ამ გზით სიარული მოუხერხებელია - რთულია, ნაბიჯი სწორად გათვალო რელსებს შორის. ან ძალიან პატარა ნაბიჯი უნდა გადადგათ, ან ძალიან დიდი. მსგავსი ნაბიჯებით სიარული გღლით, ცხოვრებისეულ რიტმს ფეხს ვერ უწყობთ და ფეხი გერევათ. ხან აღმართი, ხანაც - დაღმართი... ცვალებადი წარმატება და ხასიათი. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მატარებელი გამოჩნდეს, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. მზად ხართ ამისთვის?
4. საასფალტე გზა
მყარი გზა რისკის გარეშე. მას არ გააჩნია მკაცრი განსაზღვრა: შეგიძლიათ იმოძრაოთ, როგორც გსურთ. თუმცა, გარკვეული წესების დაცვა მაინც დაგჭირდებათ, რომ სადმე არ მიეხეთქოთ. გეჩვენებათ, რომ ინდივიდუალისტი ხართ, მაგრამ თუ საკუთარ თავს ობიექტურად შეაფასებთ, ნახავთ, რომ ინდივიდუალიზმს მარტივად შეცვლით "კოლექტივის ხელსაყრელ პირობებზე". კომფორტი და კარგი პირობები თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტების ბოლო ადგილზეა. იხილეთ სრულად