28 ოქტომბერი, 2015
გაიგეთ რას აღნიშნავს თქვენი საცხოვრებელი ბინის ნომერი
ბინის შეძენისას, თქვენ წილად გხვდებათ მისი ნომერიც, ამ ნომრის უკან კი შესაძლოა დიდი აზრი იმალებოდეს. გაიგეთ რას შეიძლება აღნიშნავდეს ეს ნუმეროლოგია. მაგალითად: როცა ბინის ნომერია - 138 = 1+3+8=12. 1+2=3.   "3"- სწორედ ეს არის თქვენი ბინის ნუმეროლოგიური ციფრი.

ციფრი 1. პლანეტა - მზე
ეს საცხოვრებელი ბინა მფლობელს შემოქმედებითი ენერგიითა და სიხარულით ავსებს. აქ თავს კომფორტულად იგრძნობენ მწერლები, მხატვრები, პოეტები, ჟურნალისტები. მაგრამ სახლი მხოლოდ კეთილ ადამინებს ანიჭებს კომფორტს, ბოროტებისთვის კი ნამდვილი ზარალია.

ციფრი 2. პლანეტა
- მთვარე
ბინა იდეალურია ბავშვებთან მომუშავე ადამიანებისთვის, მზარეულებისა და მუსიკოსებისთვის. აქ მთავარი აქცენტი გააკეთეთ სარკეზე და ფერზე, რომელიც უმჯობესია ღია რძისფერსა და ზურმუხტისფერ მწვანეზე გადაწყდეს. სააბაზანო ოთახი კი იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს.

ციფრი 3. პლანეტა - მარსი
ძალა და მოქმედება! ეს ბინა ზარმაცებისთვის ნამდვილად არ არის. აქ გამუდმებით მოგიწევთ რაღაცის შეკეთება. თუ მეპატრონე ტონუსში და უწყვეტ მოქმედებაში არ იქნება, ბინა ავადმყოფობას მოუტანს. ინტერიერი დატვირთეთ რაც შეიძლება მეტი წითელი ფერით.

ციფრი 4. პლანეტა - მერკური
აქ პატიოსნად ცხოვრება მოგიწევთ, რადგან ტყუილი აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან. მზად იყავით - ბინა ბევრ შრომასა და დატვირთვას მოგიტანთ. კეთილდღეობისთვის უმჯობესია შემდეგი ფერები: ლურჯი, ნაცრისფერი, ასევე ცისფერისა და ყვითლის შერწყმა.

ციფრი 5. პლანეტა - იუპიტერი
აქ ყველაფერი გლობალურია. ეს ბინა გამუდმებით იზიდავს რაიმე იდეის ქვეშ გაერთიანებულ ადამიანებს, მათი ცხოვრება უკავშირდება პოლიტიკას ან მეცნიერებას. ნუ მიეცემით სიბრაზეს და ყველაფერი კარგად იქნება. კარგი იქნება თუ ბიბლიოთეკას მოიწყობთ.

ციფრი 6. პლანეტა - ვენერა
დასვენება, სიყვარული და კომფორტი. ამ ბინაში მცხოვრებს ძალიან გაუმართლა. ისინი კეთილები და სტუმართმოყვარეები არიან ან პორნოს მოყვარული სკანდალისტები. უჯობესია თბილი ფერები - რძისფერი - ყავისფერი. უყვართ შიანური ცხოველები. აქ კამათსაც მოერიდეთ.

ციფრი 7. პლანეტა - სატურნი
ამ ბინაში მცხოვრებნი ხშირად სამარცხვინო სიტუაციაში აღმოჩნდებიან და გარკველი შეზღუდვების მსხვერპლნი ხდებიან. თუმცა ამავე ბინაში შეიძენთ რაიმე სახის პროფესიონალურ უნარებს. მთავარია ხშირად გააანალიზოთ თქვენი ქმედებები . ხელსაყრელი ფერია - მუქი ლურჯი.

ციფრი 8. პლანეტა - ურანი
ეს ასტროლოგებისა და წინასწარმეტყველების ბინაა.აქ მუდამ მეგობრების გარემოცვაში იქნებით. გამოიყენეთ ღია ფერის, ცისარტყელას ფერები, აუცილებლად უნდა დომინირებდეს ცისფერი - ლურჯი. ფანჯრები ყოველთვის სუფთა გქონდეთ, ელექტროგაყვანილობას კი უფრთხილდით.

ციფრი 9. პლანეტა - ნეპტუნი
საკმაოდ მძიმე ბინაა. აქ თავს კომფორტულად იგრძნობენ მღვდლები, მუსიკოსები, მეზღვაურები და ექსტრასენსები. აქ ადვილად ჩაიძირებით აუხდენელ ოცნებებში და ბევრ მავნე ჩვევას შეიძენთ. ბინა ბერმუდის სამკუთხედივითაა - ნივთები გამუდმებით იკარგება და ეს ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ნათია
არ ვიცი დამთხვევა თუ რა , მაგრამ გვაქვს სახლი სადაც გავიზარდე და 9 იყო, ეხლა სადაც ვცხოვრონ 45 ანუ ესეც 9 ხოო, ეს მისტიკა 9 თან დაკავშირებით , მეც მაოცებს მაგარამ, პირველი სახლი დავტოვეთ სხვა ქალაქში გადავედით საცხოვრებლად და დაკეტილი გვაქავ, თუმცა საინტერესო ერთია, რომ ვერც ვაქირავებ, ვერც ვყიდით და ვერც ვაგირავებთ, 17 წელია უკვე, ბოლო ორი წელია კიდეე, ამ სახლშიც არ მიგვდის საქმეები კარგად, ნივტები არ გვეკარგება მაგრამ, სავადმყოფოებს ვერ ვშორდებით, ვინმემ იცით საერთოდ ამ დროს ვის უნდა მივმართოთ ? :( :(
19:50 / 23-04-2016
გამოხმაურება / 0 /
თათა
საინტერასოა...ადრე 15ში ვცხოვრობდი.ანუ 6,ახლა 60ში ვცხოვრობთ ისევ 6...განსხვავება ის არის ის ბინაა არ მიყვარდა,ეს მიყვარს!ვინმემ შეუძლია ამიხსნას რატო?:)))) თან ყველაზე მაგარი ის აეის ის მე-8 კორპუსი იყო,ეს 26ია,ანუ ისევ 8.ამ ყველაფერს ახლა დავაკვირდი :))
21:48 / 19-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ლილე
18 ნომერი იყო ჩვენი ძველი ბინა (1+8=9) ანუ ციფრი 9.ახალი ბინის ნომერია 27 (2+7=9), ისევ ციფრი 9. უცნაური დამთხვევაა.კი.ორივე ბინა თითქოს რაღაც მისტიკურია.თითქმის ვეთანხმები ყველა ჩამონათვალს, მაგრამ აი რასაც არ ვეთანხმები ეს დაკარგული ნივთების თემაა.არასოდეს არაფერი არ მეკარგება.ყოველთვის ვიცი რას სად და როგორ ვდებ ან მიმაქვს.
13:10 / 30-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
ჩემი ბინა 10-ი ნომერია და როგორ უნდა გავიგო? 1-ის და 0-ის სინთეზი შევქმნა?
11:33 / 30-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
9 ნომერია ჩემი ბინა, მაგრამ ერც ერთ ჩამონათვალს არ ვეთანხმები, ძალიან კარგად ვგრDნობთ თავს, არც არაფერი არასდროს არ დაგვკარგვია!
11:16 / 29-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS